Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნანა შაბათაშვილი-დავარი![]()
Biographyნანა შაბათაშვილი თბილისის ცენტრში, კლდისუბანში გაიზარდა. დაიბადა 1949 წელს. 71-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის სამედიცინო სასწავლებლის ფარმაცევტული ფაკულტეტი დაამთავრა. ადრე გათხოვდა. თან შვილებს ზრდიდა, თან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტშიც ჩააბარა და წარჩინების დიპლომიც აიღო. პარალელურად თსუ-ს მეორადი ფაკულტეტის იურიდიული განყოფილების სრული კურსი გაიარა სამოქალაქო სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის №1 აფთიაქში პროვიზორის თანაშემწედ. 1991 წელს თბილისში გამოიცა ნანა შაბათაშვილის ლექსების პირველი და დღემდე ერთადერთი კრებული "ქანაანიდან... ვიდრე მცხეთამდე". იმავე წელს ნანა დავარი ოჯახთან ერთად, ოთხი შვილით, საცხოვრებლად გაემგზავრა ისრაელში, თავის ისტორიულ სამშობლოში. ახალ გარემოსთან შეგუება. განსაკუთრებით კი საქართველოს მონატრების დაძლევა გაუჭირდა. ზოგჯერ აეროპორტშიც მისულა, რომ თბილისიდან ჩამოსულ მგზავრებს დახვედროდა და ქართული სურნელი შეეგრძნო. ისრაელში რაც კი ქართულ ენაზე ბეჭდვითი ორგანო იყო, თითქმის ყველგან თანამშრომლობდა - "დროშა", "ალია საქართველოდან", "თემის მოამბე", "ციონი" და სხვა. მოგვიანებით, ქალაქ აშდოდში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, ჩამოაყალიბა ისრაელის ქართულ-ებრაული სატირისა და იუმორის, მუსიკალური კომედიის თეატრი "ქნარი". "რკინის ფარდის" გახსნის შემდეგ ნანა ბევრჯერ ესტუმრა მონატრებულ თბილისს. მისი ჩამოსვლა დღესასწაული იყო მისთვისაც და მეგობრებისთვისაც. რადიო-ტელევიზიასა და პრესაშიც ხშირად იწვევდნენ, რადგან სათქმელიც ბევრი ჰქონდა და თან არაჩვეულებრივი რესპონდენტი გახლდათ თავისი დახვეწილი ქართულითა თუ საუბრის კულტურით. თბილისის მერიამ ქართული კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა, საქართველოს მწერალთა კავშირმა – ანა კალანდაძის პრემია; იყო რამდენიმე საზოგადოების, ასოციაციის, კლუბის, აკადემიის წევრი. 2013 წელს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორმა და მსახიობმა ნანა ბერაძემ ისრაელიდან ჩამოიტანა ნანა შაბათაშვილ-დავარის ლექსებზე შექმნილი მონო – სპექტაკლი – ,,რა უსასრულოდ, უსაზღვროდ ცივა…“, რომელიც ჯერ მარჯანიშვილის თეატრის, მოგვიანებით კი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზების სცენებზე წარმოადგინეს 2017 წელს ნანა დავარი ქართველ ებრაელ პოეტთა ანთოლოგიის პრეზენტაციაზე ჩამოვიდა ,,გულთა კავშირის“ წევრებთან ერთად. სამწუხაროდ, ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა საყვარელ ქართველ ხალხთან და თბილისთან. 2018 წელს ნანა შაბათაშვილი-დავარი გარდაიცვალა. წყარო: ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალ. ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.334 http://kvira.ge/437959 ნანა შაბათაშვილ-დავარის ორი სამშობლო
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |