The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მერაბ დადიანი

მერაბ დადიანი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ინჟინერ-ჰიდრომშენებელი მერაბ დადიანი დაიბადა 1935 წლის 6 ივნისს, ქ. თბილისში.

1959 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით;

1959-1971 წწ. მუშაობდა საპროექტო-საძიებო ინსტიტუტ "ჰიდროპროექტში", ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად;

1971-1981 წწ. იმავე ინსტიტუტში პროექტის მთავარი ინჟინერი იყო;

1969 წელს ქ. კიევის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიცვა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი;

1981 წლიდან სამუშაოდ გადავიდა უკრაინაში და 1998 წლამდე სააქციო საზოგადოება საპროექტო ინსტიტუტ "უკრაინპროექტის", ჯერ მთავარი ინჟინრის მოადგილე, შემდგომ კი განყოფილების უფროსი იყო;

1999 წლიდან მუშაობა გააგრძელა საქართველოს მელიორაციის და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტთან არსებული სპეციალური საინვესტიციო ბიუროს უფროსად;

2012 წლიდან - სპეციალიზებული საინვესტიციო პროექტების ბიუროს ხელმძღვანელი; თანამშრომლობდა ენერგეტიკული და მელიორაციული სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების საკითხების დასაბუთებისა და ზედამხედველობის სამუშაოებში ბელორუსისა და უკრაინის სათანადო სტრუქტურებთან; 

მონაწილეობდა "ენგურჰესის", მდ. პონვენირის (კუბა), მდ. ჩრდ. ტუნისის (ტუნისი) კაშხლების პროექტირებაში, უნგრეთში - წყალთა მეურნეობის ობიექტების, ბოლივიაში - ელექტროსადგურის მშენებლობაში;

მერაბ დადიანს მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და მედლები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიისა და სომხეთში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით. 

არის უკრაინის ჰიდრომშენებელთა ასოციაციის წევრი;

ფლობს საქართველოსა და უკრაინის დამსახურებული ინჟინრის წოდებას.

წყარო:

საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბილისი, 2017.-გვ.180 

საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ. 98


გააზიარე: