Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გერშონ წიწუაშვილი![]()
Biographyქართველი ებრაელი, აღმოსავლეთმცოდნე-სემიტოლოგი გერშონ ბენ-ორენი (წიწუაშვილი) დაიბადა 1939 წლის 13 ივნისს ქ. თბილისში. 1963 წელს დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ისრაელში. მუშაობდა იერუსალიმის ბენ–ცვის სახელობის ინსტიტუტში, რომელიც შეისწავლის ებრაელთა დიასპორის საკითხებს და ჰაბერმანის სახელობის ლიტერატურის კვლევის ინსტიტუტში (ქალაქ ლოდში). მეცნიერის კვლევის საგანია ქართველ ებრაელთა ენა, ლიტერატურა და ისტორია. ბენ-ორენის ვრცელი სტატია „საქართველოს ებრაელთა ისტორია კომუნისტურ რეჟიმამდე“ (ინგლისურ ენაზე) დაიბეჭდა მისივე კონსულტაციით გამოცემულ წიგნში „ოქროს საწმისის ქვეყანაში. საქართველოს ებრაელთა ისტორია და კულტურა“. თელ-ავივი, 1992 (The History of the Jews of Georgia Until the Communist Regime, წგნ.: In the Land of the Golden Fleece, Tel-Aviv, 1992). ქართულ-ებრაული კულტურულ–ისტორიული ურთიერთობის თვალსაზრისით განსაკუთრებით გამოირჩევა ებრაული ბიბლიის (ხუმაში - თორის ხუთწიგნეული) ქართული თარგმანი, რომელიც შეასრულა თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილთან და აბრამ მამისთვალოვთან ერთად (თელ-ავივი, 1988-1989). ამ თარგმანისთვის მათ ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია მიენიჭათ (1994). ასევე, აღსანიშნავია გერშონ ბენ-ორენის გამოკვლევები ქართველ ებრაელთა მეტყველების შესახებ, ებრაულ-ქართული და ქართულ-ებრაული საენათმეცნიერო ლექსიკონი და 1991 წელს თბილისში გამოცემული გამოკვლევა: „ქართველები იერუსალიმში XVI საუკუნის სამი არაბული დოკუმენტის მიხედვით (ოვადია სალამეს თანაავტორობით). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.397= https://georgianencyclopedia.ge/en/pdf-export/22920 წერეთელი კ, ებრაული ბიბლიის ახალი ქართული თარგმანი // «ლიტერატურული საქართველო». 1991, 1 ნოემბერი შენგელია ალექსანდრე. პირდაბანილი მზის სადღეგრძელო [გერშონ ბენ-ორენის 70 წლისთავთან დაკავშირებით] // ნოსტალგია: საქართველო-ისრაელის მეგობრობის იმერეთის რეგიონული საზოგადოების ჟურნალი. - თბ., 2008. - N5. - გვ.12-13
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |