The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლაი სვანიძე

ნიკოლაი სვანიძე
Date of birth:2 April, 1955
Date of death:11 September, 2024  (at 69 years)
Category:Historian, Journalist

Biography

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტიკური მიმომხილველი ნიკოლაი სვანიძე დაიბადა 1955 წლის 2 აპრილს, მოსკოვში, კარლ (1924-2011) და ადელაიდა  (1929- 2016) სვანიძეების ოჯახში. სახელი დაარქვეს ბაბუის - საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ლიდერის ნიკოლაი სამსონოვიჩ სვანიძის (1895-1937), პატივსაცემად, რომელიც იოსებ სტალინის პირველი მეუღლის ეკატერინე სვანიძის შორეული ნათესავი იყო. 2006 წელს ტელესერიალში „სტალინის ცოლი“ ნიკოლაიმ შეასრულა კატო სვანიძის ძმის, ალიოშა სვანიძის როლი.

ნიკოლაი სვანიძემ დაამთავრა მოსკოვის 56-ე სპეციალიზებული სკოლა ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლებით და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1977 წ.), სპეციალობით -ისტორიკოსი, უცხო ენის მცოდნე ისტორიის მასწავლებელი.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო მუშაობა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ჩრდილოეთ ამერიკის ინსტიტუტის შიდა პოლიტიკის განყოფილებაში (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტი) უმცროს მეცნიერ მუშაკად.

ასევე, ასწავლიდა დასავლეთ ევროპის ქვეყნების თანამედროვე ისტორიას მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ-საარქივო ინსტიტუტში (ახლანდელი რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, РГГУ).

1990-იანი წლების დასაწყისში მივიდა სამუშაოდ რუსეთის ტელევიზიაში. იყო პროგრამა "Вести"-ის კომენტატორი და არაერთი ანალიტიკური სოციალურ-პოლიტიკური გადაცემის ავტორი და წამყვანი: "რუსეთის პირისპირ", "კონტრასტები" და "დეტალები" (სატელევიზიო არხი RTR) და სხვა.

1994 წელს დაჯილდოვდა ორდენით "პირადი გამბედაობისთვის", ხოლო 1995 წელს გახდა სატელევიზიო პრემიის ("Тэфи") ლაურეატი "საინფორმაციო გადაცემის  საუკეთესო წამყვანის" კატეგორიაში.

1996 წელს ნიკოლაი სვანიძე დაინიშნა სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის (ВГТРК) თავმჯდომარის მოადგილედ - საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამების დირექციის ხელმძღვანელად.

1996 წლიდან 2007 წლამდე - საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემის "Зеркало"-ს ავტორი და წამყვანი (RTR, შემდეგ "რუსეთი").

1997 წლის თებერვლიდან 1998 წლის მაისამდე მსახურობდა სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის (ВГТРК) თავმჯდომარედ.

იყო ავტორი და წამყვანი დოკუმენტური სატელევიზიო გადაცემების ციკლისა -  "ისტორიული ქრონიკები ნიკოლაი სვანიძესთან ერთად", ტელეარხ „"Россия"-ზე (მოგვიანებით"Россия-1"), სატელევიზიო გადაცემისა "წითელი კუთხე", საინფორმაციო არხზე "Россия-24" და ა.შ.

2007 წლიდან ხელმძღვანელობდა ჟურნალისტიკის კათედრას რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. კითხულობდა ლექციების კურსს, თემებზე: „საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალისტიკა“ და „ჟურნალისტიკა ჟურნალისტის თვალით“.

2013 წლი­დან 2022 წლამ­დე მუ­შა­ობ­და რა­დი­ო­სად­გურ „Серебряный дождь“-ში, სა­დაც უძღვე­ბო­და სა­ინ­ფორ­მა­ციო და ის­ტო­რი­ულ გა­და­ცე­მებს.

2009 წლიდან 2012 წლამდე (კომისიის ლიკვიდაციამდე) იყო კომისიის წევრი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ისტორიის გაყალბების მცდელობებს რუსეთის ინტერესების საზიანოდ;

2022 წლამდე შედიოდა რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო საბჭოს შემადგენლობაში (წევრი) სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საკითხებში.

ნიკოლაი სვანიძე იყო მოსკოვის ტელერადიომაუწყებლობის ინსტიტუტის „ოსტანკინოს“ ლექტორი; მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის ბიუროს წევრი; რუსეთის ებრაელთა კონგრესის წევრი; რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი (2005-2014 წწ.).

მომავალი მეუღლე, მარინა ჟუკოვა, ნიკოლაიმ გაიცნო 1983 წელს, როცა მოსკოვის სანაპიროზე მაშველად მუშაობდა. იგი პროფესიით ისტორიკოსია, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიაში ქმრის ასისტენტად და იყო გადაცემა "სარკის" რედაქტორი. წყვილს საერთო შვილი არ ჰყავს.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს ნიკოლაი სვანიძემ განაცხადა, რომ ეს „არამოტივირებული და არაპროვოცირებული თავდასხმაა" და შემდეგაც არაერთხელ უსაუბრია რუსეთისთვის ამ „სისხლიანი ომის“ შედეგებზე.10

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ნ. სვა­ნი­ძე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა საბ­ჭო­დან სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად გაათა­ვი­სუფ­ლა და მათ

ნაც­ვლად საბ­ჭო­ში და­ა­მა­ტა ისი­ნი, ვინც უკ­რა­ი­ნა­ში ომის მომ­ხრე დღის წეს­რიგს უწყობ­და ხელს.

2022 წლის დე­კემ­ბერ­ში ნ. სვა­ნი­ძე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს რუ­სე­თის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­ს­მე­დი­ის და რეკ­ლა­მის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, რო­მე­ლიც მას თორ­მე­ტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეკა­ვა (2010-2022).

მიღებული აქვს: ღირსების ორდენი (2001 წლის 14 მაისი) - რუსული ტელე და რადიო მაუწყებლობის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის; მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის პრემია (2022); რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებათა კომისრის მედალი „იჩქარე სიკეთის კეთება“ (2007) და ჯილდო "წლის პიროვნება" კატეგორიაში "საზოგადოებრივი საქმიანობა" (2010, რუსეთის ებრაული თემების ფედერაცია).

ნიკოლაი სვანიძე გარდაიცვალა 2024 წლის 11 სექტემბერს, მოსკოვში.

წყარო:

https://www.radiotavisupleba.ge/a/33117068.html

https://ru.wikipedia.org/wiki/ Сванидзе,_Николай_Карлович


Share: