The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნათია თოდუა

ნათია თოდუა
Date of birth:12 March, 1996  (29 years)
Category:Singer

Biography

ახალგაზრდა მომღერალი ნათია თოდუა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2017 წელს, The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის  მოგების შემდეგ. ამ კონკურსზე მოხვედრამდე მან ძალიან საინტერესო და, ამავდროულად, რთული გზა განვლო.

დაიბადა 1996 წლის 12 მარტს, თბილისში. მისი მშობლები – ლალი ანჯაფარიძე და მერაბ თოდუა აფხაზეთიდან არიან. ჰყავს და-ძმა - დიმიტრი და ნატალია.

აფხაზეთის ომის დროს 1992 წელს ოჯახი დროებით თბილისში დასახლდა. აფხაზეთში როცა დაბრუნდნენ ნათია უკვე ორი წლის იყო. ცხოვრობდნენ  გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, სადაც გაიარა ნათიას ბავშვობის უმეტესმა წლებმა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია თოდუა დაბრუნდა თბილისში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით და ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით. 

2013 წელს დამწყებმა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო თავის პირველ სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსში - „მაგთიფანი“, რომელმაც უდიდესი გამოცდილება მოუტანა. გარდა ამისა, კონკურსზე გაიცნო ჯგუფი „ვაკის პარკი“, რომლის მომღერლებთანაც 2016 წლამდე თანამშრომლობდა.

შემდეგი პროექტი რომელშიც ნათია მონაწილეობდა იყო: 2014 წელს -  X Factor Georgia, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine. საქართველოში ჩატარებული კონკურსი მისი შემდგომი კარიერისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სწორედ აქ შეურჩიეს პროექტის ორგანიზატორებმა სიმღერა I put a spell on you, რომელიც 2017 წელს გერმანიაში იმღერა. 

2016 წელს ნათია თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც Au Pair პროგრამით დაიწყო მუშაობა. ოპერად წასვლა საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ ცხოვრობ და მუშაობ ლეგალურად. გყავს მიმწვევი ოჯახი, რომელიც უზრუნველგყოფს ბინით, საკვებით, გიფინანსებს ენის კურსებს, სანაცვლოდ კი მონაწილეობ ბავშვის აღზრდაში. პროგრამა ოპერს აძლევს საშუალებას გაიღრმაოს ერთის მხრივ ენის ცოდნა, მეორე მხრივ კი ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში.

2017 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს.

2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა გამარჯვებული.

გამარჯვების შემდეგ მომღერალმა კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან.

2017 წლის 29 დეკემბერს კი იგი დაასახელეს გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილედ; 

2017 წელს ნათია თოდუამ მიიღო 3 წლიანი სტიპენდია, რომლის წყალობითაც ცხოვრობდა  ბერლინის ხელოვანთა ვილაში "Löwenpalais“, როგორც საერთაშორისო ხელოვანი / მუსიკოსი;

2019 წელს გაწყვიტა კონტრაქტი Universal Music Germany - თან და დამოუკიდებლად გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი "Miss You", რომლის პრეზენტაციაც გაიმართა 2020 წლის 10 იანვარს ქალაქ ბერლინში, სოლო კონცერტის სახით;

2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა;

ნა­თია თო­დუას კა­რი­ე­რა გერმანიაში წარ­მა­ტე­ბით ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­საც ხში­რად სტუმ­რობს.

2019-2020 წლებში ის იყო საქართველოს მუსიკალური მეგა პროექტის "საქართველოს ვარსკვლავის" მოწვეული ჟიურის წევრი;

2022 წელს მონაწილეობა მიიღო გერმანიის ყველაზე დიდ და მასშტაბურ ჯაზის ფესტივალზე Jazz Open Stuttgart, სადაც სცენას იზიარებდა ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: Sting, Jorja Smith, Celeste, Katie melua, Jamie Cullum, Larkin Poe, lenny kravitz და ა. შ.;

2022 წლის სექტემბერში ნათია თოდუა დაჯილდოვდა საქართველოს „ღირსების მედლით“, თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და საზღვარგარეთ მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისთვის;

2022 წლის 9 ოქტომბერს მომღერალმა შექმნა ოჯახი. მისი მეუღლეა დავით ზურაბაშვილი. ჯვარი დაიწერეს ბოდბეში, წმინდა ნინოს ტაძარში. 2023 წლის 5 მარტს შეეძინათ ვაჟი - ჰუგო ზურაბაშვილი.

2023 წელს ნათია თოდუამ ბერლინში შექმნა საკუთარი ბენდი, რომელიც აქტიურად იღებსს მონაწილეობას გერმანიის მუსიკალურ ფესტივალებზე.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ნათია_თოდუა

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014257/

https://sputnik-georgia.com/20171115/natia-todua-238179487.html

თოდუა ნათია. ნათია თოდუა: „ქმარი სულ მამხნევებს, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი წინაა“: ინტერვიუ / ესაუბრა ავთო ჩიტიძე // სარკე. თბილისი, 2023-2024, 27 დეკემბერი-2 იანვარი, N52 (1354). გვ.24-25

თოდუა ნათია. როგორ ცდილობდა ნათია თოდუა საქართველოს პოპულარიზებას მთელ მსოფლიოში ყველაფრის ფასად და რით გააოცა ის მეუღლემ საკუთარ ქორწილში: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი კაპანაძე //თბილისელები. თბილისი, 2022. 17-23 ოქტომბერი.N42 (1138). გვ.2

თოდუა ნათია. ნათია თოდუას მუსიკალური ისტორია: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი დარჩია //ბომონდი: საინფორმაციო გასართობი ჟურნალი. თბილისი, 2021. N9. გვ.8-15


Share: