Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მარიამ ყამარაული![]()
Biographyგერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. 2010 წელს დაამთავრა ფრანკფურტის გოეთეს სახელობის გიმნაზია. 2010-2013 წლებში სწავლობდა გოეთეს სახელობის უნივერსიტეტში კავკასიოლოგიასა და ეთნოლოგიას. 2015 წელს დაამთავრა მაგისტრატურა კავკასიოლოგიის სპეციალობით და ჩაირიცხა საერთაშორისო სადოქტორო პროგრამაზე „სახელური მოდიფიკაციები“ ფრანკფურტის უნივერსიტეტში. 2018 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სახელური დომენები ქართულში - დიაქრონიული ანალიზი“, რომელიც 2022 წელს გამოიცა ვისბადენში (Reichert Verlag) და შესულია ფრანკფურტის უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სამეცნიერო სერიაში „Folia Caucasica“ (ტომი V). მარიამ ყამარაულის ინტერესების სფერო მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა დიგიტალური ქართველოლოგია, ქართულ და კავკასიურ ხელნაწერთა ციფრული კვლევა, ძველი და ახალი ქართული ენა, დიგიტალური რუსთველოლოგია, კავკასიური ალბანური. ფრანკფურტის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროცესში - ხელმძღვანელობდა სემინარებს (2012-14), მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში („ქართული ენის ეროვნული კორპუსი“, დამფინანსებელი ფოლკსვაგენის ფონდი, 2012-15 და DIMTEGU, დამფინანსებელი Tempus, 2012-15 წწ.). 2015-2020 წლებში ლექციებს კითხულობდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (სახელური ფრაზის სტრუქტურა, განსაზღვრულობა, სპეციფიკურობა, სახელური ფრაზის ნანათესაობითარი ფორმები), ხოლო 2020 წლიდან 2025 წლამდე მიჰყავდა ძირითადი სალექციო კურსები ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ზოგადი ენათმეცნიერების შესავალი, სინტაქსი, პრაგმატიკა, ტიპოლოგია); ამჟამად ლექციებს კითხულობს „სპეციალური პრობლემების“ ფარგლებში თემებზე: ტყუილი და მანიპულაცია, წყევლისა და შეურაცხყოფის ფორმულები. წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობის დასტურად მარიამ ყამარაული ოთხჯერ იყო წარდგენილი ფრანკფურტის უნივერსიტეტის საუკეთესო ლექტორთა ნომინაციაში, 2024 წელს კი დაჯილდოვდა საუკეთესო სწავლების საგანგებო პრიზით 1822-Universitätspreis für exzellente Lehre" (მეორე ადგილი, პრიზის გადაცემის ვიდეო, სტატია ჟურნალში). 2022 წლიდან მუშაობს პოსტდოქტორანტის სტატუსით ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა შესწავლის ცენტრში საერთაშორისო პროექტის „წიგნიერების განვითარება კავკასიაში“ (DeLiCaTe) ფარგლებში, 2024 წლიდან არის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერებსი ინსტიტუტის ქართველოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი და ქართველოლოგიაში საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი (პროგრამა აკრედიტაციის პროცესშია). მარიამ ყამარაულს გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, არის 1 მონოგრაფიის ავტორი (სახელური დომენეში ქართულში - დიაქრონული ანალიზი) და 2 წიგნის თანაავტორი („შესავალი დიგიტალურ ქართველოლოგიაში“ და „ვეფხისტყაოსნის აფხაზური თარგმანების სიხშირული ლექსიკონი“). არის საერთაშორისო ახალგაზრდული რეფერირებადი ონლაინჟურნალის „მილენიუმის“ მთავარია რედაქტორი და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს მიერ გამოცემული სერიის „ქართული პოლიტიკური ზეპირმეტყველების დისკურსის“ (ტომი IV) თანარედაქტორი. არის საერთაშორისო პროექტის „ვეფხისტყაოსნის თარგმანების პარალელური კორპუსი“ (Rustaveli goes digital) ბეტა ვერსიის ავტორი და ორი რუსთველოლოგიური საერთაშორისო პროექტის (GeAbCo, My Rustaveli) თანაავტორი/ტექნოლოგიური მენეჯერი. მარიამ ყამარაული შესულია გერმანული გამომცემლობის De Gruyter-ის ავტორთა სიაში. ასევე არის ევროპული სამეცნიერო ფონდებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ექსპერტი ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის დარგში. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, საზაფხულო სკოლებისა და ვორკშოფების ორგანიზებაში, კოორდინაციასა და მოდერაციაში (ბათუმის საზაფხულო სკოლა, საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია - პარადიგმების ცვლა?“, კონფერენციები „აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ - ქრისტიანული ლიტერატურა პირველ ათასწლეულში“, „ხელნაწერი წიგნის კულტურა კავკასიაში“ და სხვ.) გარდა სამეცნიერო აკადემიური მოღვაწეობისა, მარიამ ყამარაული აქტიურად ეწევა საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც. 2008-2018 წლებში იყო ფრანკფურტის დიასპოტული ორგანიზაციის „ქართული კულტურის ფორუმისა“ და ლიტერატურული სალონის „ევტერპეს“ აქტიური წევრი. პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. 2012 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა მთარგმნელობით ვორკშოფებსა და სემინარებში (მათ შორის რობერტ ბოშის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით). მის მიერ გერმანულად თარგმნილი ქართველ მწერალთა ნაწარმოებები წაკითხული იყო ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის მიერ მოწყობილ საღამოებზე, ხოლო მის მიერ თარგმნილი ნესტან (ნენე) კვინიკაძის მოთხრობა „იაგუარების ტექნო“ დაიბეჭდა ამავე სახელწოდების ქართველ მწერალ ქალთა ანთოლოგიაში (Techno der Jaguare), რომელიც გამოიცა გერმანულ გამომცემლობაში Frankfurter Verlagsanstalt. წყარო: https://aktuelles.uni-frankfurt.de/english/you-are-my-inspiration/?highlight=kamarauli https://youtu.be/M7lGlgbCLqo?si=6_yW81wydVbAB6C0 https://www.uni-frankfurt.de/154439702/Dr__Mariam_Kamarauli https://www.csmc.uni-hamburg.de/delicate/people/kamarauli.html http://www.mariam-kamarauli.de/ Awards and Honors
Contacts Information
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |