Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ივანე მანსურაძე![]()
Biographyკავკასიის ომის გმირი ივანე დავითის ძე მანსურაძე (მანსურაძევი)დაიბადა 1821 წელს, საქართველოში. განათლება კერძო სასწავლებელში მიიღო. 1830-იანი წლებიდან მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. ოფიცრის პირველი ჩინი 1939 წლის 19 დეკემბერს მიანიჭეს; მონაწილეობას იღებდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში; 1850 წლიდან იყო ეგერთა (კურინის) პოლკის კარაბინერთა ასეულის მეთაური; 1852 წლის 6 იანვარს დააწინაურეს მაიორად; 1853–1856 წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში. იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, მეთაურობდა კურინის პოლკის მე-2 ბატალიონს; 1855 წლის 5 იანვარს მიიღო პოდპოლკოვნიკის ჩინი; 1958 წლის 12 მაისიდან 1863 წლამდე მეთაურობდა კავკასიის მე-12 სახაზო ბატალიონს; 1861 წელს მიანიჭეს პოლკოვნიკის წოდება; 1863-1866 წწ. ხელმძღვანელობდა ტამანის 150-ე ქვეითთა პოლკს; 1872 წლის 14 აგვისტოს უბოძეს გენერალ-მაიორის ჩინი; 1875–1881 წწ. ირიცხებოდა საარმიო ქვეითებში კავკასიის სამხრეთ ოლქის ჯარების შტაბში; 1876 წლიდან იყო იმპერატორის ამალის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი; 1881 წელს გადადგა სამსახურიდან. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: 1852 - წმინდა გიორგის IV, 1853 - წმინდა ვლადიმირის IV (ხმლებითა და მშვილდით) და 1857 - წმინდა სტანისლავის II (ხმლებით) ხარისხის ორდენები; 1858 - ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისთვის"; 1871 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი და სხვ.; ივანე მანსურაძე გარდაცვლილია რუსეთში 1885 წ-ის შემდეგ. წყარო: https://georgianencyclopedia.ge/ka/form/29813?post= https://cyclowiki.org/wiki/ Мансурадзе,_Иван_Давидович
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |