The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მიხეილ ცქიტიშვილი

მიხეილ ცქიტიშვილი
Date of birth:24 December, 1946  (78 years)
Category:Sailor

Biography

შორეული ნაოსნობის კაპიტანი მიხეილ ცქიტიშვილი დაიბადა 1946 წლის 24 დეკემბერს ქ. როსტოკში (გერმანია);

1971 წელს დაამთავრა ქ. ლენინგრადის (სანქტ-პეტერბურგი) ადმირალ მაკაროვის სახელობის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ЛВИМУ) შტურმან-გემთწამყვანის სპეციალობით;
ზღვაში საქმიანობა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო; 

1971-1980 წწ. სანაოსნოს ტანკერებსა და ბალკერებზე მსახურობდა კაპიტნის მეოთხე, მესამე, მეორე და უფროს თანაშემწედ, ასევე, შორეული ნაოსნობის შტურმანად;

1980 წელს სსრკ საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიაზე დაამტკიცეს შორეული ნაოსნობის კაპიტნად;

1980-1993 წწ. მეთაურობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს სხვადასხვა გემების ეკიპაჟებს;

1987 წელს საბერძნეთის პორტ პირეოსში მიიღო და ექსპლუატაციაში გაუშვა სანაოსნოს ახალი ტანკერი «თბილისი», რომელსაც მომდევნო წლებში თავად მეთაურობდა; 

სსრკ-ს დაშლის შემდეგ მიხეილ ცქიტიშვილმა საზღვაო სფეროში საქმიანობა საზღვარგარეთ განაგრძო;

1993-1996 წწ. იგი იყო ბრიტანეთში დაფუძნებული ერთობლივი სანაოსნო კომპანია «ANGLO-GEORGIAN SHIPPING»-ის ჯერ კაპიტანი, მოგვიანებით კი ტექნიკური დირექტორი;

1996-2004 წწ. მუშაობდა სხვადასხვა ბრიტანული საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ მრჩეველ-მენეჯერად, საზღვაო ექსპერტად, ინსპექტორად და სუპერინტენდანტად;

2004-2007 წწ. მსახურობდა ბერძნული სანაოსნო კომპანია «JLJ Maritime S.A»-ს მმართველ-დირექტორად;

2007-2011 წწ. იყო საბერძნეთში მის მიერვე დაფუძნებული კომპანია «Argomar S.A»-ს მფლობელი და დირექტორ-განმკარგულებელი;

2011-2014 წწ.  - ჰოლანდიური საზღვაო კომპანია «MMTT Holding B.V»-ს კონსულტანტი.

წყარო: 

პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00016564/


Share: