Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
მანუჩარ ხან გურჯი მო'თამად ალ-დალუ![]()
Biographyყაჯარების ირანის მთავრობის წევრი მოათმადულ დავლა, იგივე მანუჩარ ხან მოათმადულ გურჯი, ირანის სამეფო კარზე მეტად მიღებული და დაწინაურებული პიროვნება იყო. ამას მოწმობს მისი სახელი – სახელმწიფო საყრდენი. მანუჩარი წარმოშობით იყო საქართველოდან, თბილისიდან. დაიბადა ქრისტიანად. მისი ქართული სახელი გახლდათ ჩონგურ ენაკოლოფაშვილი. ცნობილია, რომ იგი მონაწილეობდა გენერალ პავლე ციციანოვის ლაშქრობაში 1804-1813 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს. 1804 წლის ზაფხულში ერევნის ციხე-სიმაგრის აღებისას ირანელებმა ის დაატყვევეს, ისლამზე მოაქციეს, დაასაჭურისეს და სამუშაო მისცეს შაჰის ჰარამხანაში. სამხედრო და ადმინისტრაციული შესაძლებლობების წყალობით მანუჩარ ხანმა შეძლო მთავრობაში მაღალი პოზიციების დაკავება. მან ხოსრო ხანი გურჯთან ერთად სამეფო კარზე დააფუძნა ალიანსი. 1837 წელს მანუჩარმა მიაღწია წარმატებას და ქირმანშაჰის გამგებელი გახდა. 1838 წელს მას გადასცეს ქალაქ ისპაანის გამგებლობა, რომელიც სიკვდილამდე მისი მმართველობის ქვეშ დარჩებოდა. 1839 წელს მთელი ისპაჰანის პროვინცია მოექცა მანუჩარ ხან გურჯის სამფლობელოების ქვეშ, რომელიც უკვე მოიცავდა ქირმანშაჰს, ხუზისტანის ოსტანს და ლურისტანის ოსტანს. აღნიშნული დაწინაურებებიდან გამომდინარე, „ის გახდა ცენტრალური და სამხრეთ-დასავლეთ ირანის პრაქტიკული მეფის ნაცვალი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი, მას ექვემდებარებოდა ქირმანშაჰის ყველა გუბერნატორი“. 1830-იან წლებში მანუჩარ ხანი პასუხისმგებელი იყო ისპაჰანის ცენტრალური იუსტიციის სასამართლოს დაარსებაში, რომელიც აერთიანებდა როგორც საერო, ასევე სასულიერო მოსამართლეებს და თავისი შინაარსით ჰგავდა ისტორიულ მაზალემის სასამართლოს. სახელმწიფო საქმეებით დატვირთვის მიუხედავად მანუჩარ ხანი არც კულტურის სფეროს ივიწყებდა. მაგალითად, ის არის თეირანში პირველი სტამბის დამააარსებელი. მანუჩარ ხან გურჯი ცნობილია, როგორც ბებიზმის რელიგიური მოძრაობის ფუძემდებლის, ბების სიმპათია. ამის მიზეზი ის იყო, რომ როდესაც 1846 წელს ბები ისპაჰანში ჩავიდა მანუჩარმა მას თავშესაფარი მისცა და, სავარაუდოდ, შესთავაზა სამხედრო სამსახური, რათა დაეპყროთ ირანი და არა მარტო მთელ ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც გაევრცელებინათ მისი სწავლებები. გავრცელებული ინფორმაციით ბებიმ მისი შეთავაზება უარყო, მაგრამ მიიღო გუბერნატორის დაცვა. ცოტა ხნის შემდეგ მანუჩარ ხანი გარდაიცვალა (1847) და გავლენიანი დამცველის გარეშე დარჩენილი ბები შაჰს დაუპირისპირდა. მანუჩარ ხანი დაკრძალეს ფატიმა მასუმეჰ შრინეში, ქომი. მისი მემკვიდრე და ისპაანის მმართველი გახდა გოლამ-ჰუსეინ ხან სეპაჰდარი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/მანუჩარ-ხან_გურჯი უგლავა - ჯინჯიხაძე მადინა. გორის ქართული სტამბა // წელიწდეული/ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა. ქუთაისი, 2019. XI. - გვ. 161 https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/329337/1/Weliwdeuli_XI.pdf
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |