Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ მაყაშვილი![]()
Biographyნიკოლოზ (კოლა) მაყაშვილი დაიბადა 1890 წლის 3 მარტს, გენერალ აბელ მაყაშვილის ოჯახში. წარმოშობით იყო სოფელ იყალთოდან (თელავის მაზრა). ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა. საშუალო განათლება ციმბირის კადეტთა კორპუსში მიიღო, ხოლო შემდეგ წარმატებით დაამთავრა პავლეს სამხედრო სასწავლებელი, რუსეთის იმპერიის არმიის პორუჩიკის წოდებით. სამსახური დაიწყო პოლონეთში ქალაქ ალიტში მდგარ სამხედრო ნაწილის არტილერიაში. შემდგომში იყო 43-ე საარტილერიო ბრიგადის შტაბს-კაპიტანი და მე-2 დივიზიონის ადიუტანტი. 1916-1917 წწ. კოლა მაყაშვილი სწავლობდა სევასტოპოლის სამხედრო საავიაციო სასწავლებელსა და კავკასიის სამხედრო საავიაციო სკოლაში. 1914-1917 წლებში კავკასიის ფრონტზე მოქმედებდა რუსეთის იმპერიის რამდენიმე საავიაციო რაზმი, რომლებიც 1916 წლიდან კავკასიის ავიაპარკში (Кавказский авиапарк) გაერთიანდნენ. ნიკოლოზ მაყაშვილი, როგორც საუკეთესო მფრინავი სწავლების ინსტრუქტორად დატოვეს სევასტოპოლის ავიაციის სამხედრო სასწავლებელში, ხოლო რამდენიმე თვეში დანიშნეს სამხედრო ავიაციის სკოლის უფროსად ქ. სიმფეროპოლში. რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ახალგაზრდა მფრინავი სამშობლოში დაბრუნდა. 1918 წლის ნოემბრიდან, იგი ჯერ საქართველოს ავიაციის სამხედრო სკოლის უფროსი გახდა, მაიორის წოდებით, 30 წლის ასაკში კი რესპუბლიკის სამხედრო საავიაციო გუნდის ხელმძღვანელობაც ანდეს. მონაწილეობდა ბრძოლებში გაგრის, ახალციხის ფრონტებზე, ომებში სომხეთთან და საბჭოთა აზერბაიჯანთან. მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი დაიღუპა სამხედრო თვითმფრინავის საცდელი ფრენის დროს, 1920 წლის 12 აგვისტოს, თბილისის მახლობლად. დაკრძალეს სრული სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, დიდუბის ეკლესიის ეზოში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_მაყაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.com ჩიტოშვილი სოსო. ნიკოლოზ ბალოს ძე მაყაშვილი [ნეკროლოგი] // სახალხო საქმე. თბილისი, 1920. 14 აგვისტო. N901. გვ.3
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |