Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნინო ვასაძე![]()
Biographyნინო ვასაძე დაიბადა 1985 წლის 27 მარტს, კიევში, ბიზნესმენ ტარიელ ვასაძის ოჯახში. დედა - შორენა შელია, პროფესიით ექიმი-გინეკოლოგი. დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობით საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრი. ფლობს უკრაინულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ იგი მამის საავტომობილო ბიზნესში ჩაერთო. მუშაობა დაიწყო ,,უკრავტოს" ფინანსურ განყოფილებაში. და არცთუ მცირე წარმატებას მიაღწია. ახალგზარდა ბიზნესლედი კომპანია "ფალკონ-ავტოს" ფინანსური დირექტორია და ამავე დროს, 2012 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს უკრაინის საავტომობილო ბიზნესის ლიდერის, „უკრავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს. ბიზნესის მართვის ნიჭის გარდა, ნინო გარეგნობითაც გამოირჩევა, უყვარს გემოვნებით ჩაცმა და ბომონდურ შეკრებებსაც ხშირად ესწრება. ჟურნალმა "კორესპონდენტმა" იგი რამდენჯერმე შეიყვანა "უკრაინის ყველაზე გავლენიან ქალთა" სიაში. წყარო: https://www.ambebi.ge/article/160788-5-carmatebuli-axalgazrda-kartveli-biznesmeni/ https://kvirispalitra.ge/article/15909-qarthveli-miliarderis-qkuzianiq-avto/ ვასაძე კახა. ვასაძეთა შესახებ/ კახა ვასაძე, ნუგზარ ასათიანი. - თბილისი, 2015. გვ. 38
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |