The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სამუელ ბუაჩიძე

სამუელ ბუაჩიძე
Date of birth:17 July, 1882
Date of death:3 July, 1918  (at 35 years)
Burial location:სოფელი ფარცხნალი, საქართველო
Category:Political Leader

Biography

რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე, ჩრდილოეთ კავკასიაში საბჭოთა  ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სამუელ გრიგოლის ძე ბუაჩიძე (პარტიზანული ფსევდონიმი - ნოე) დაიბადა 1882 წლის 17 ივლისს, ღარიბი გლეხის ოჯახში, შორაპნის მაზრის სოფელ ფარცხნალში (ახლანდელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).  

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და მასწავლებელთა კურსები.

1902 წლიდან გახლდათ კომუნისტური პარტიის, წევრი (1902-1918).

1905 წელს იყო რსდმპ იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის წევრი, ბელაგორის (ახლანდელი ხარაგაული) ბოლშევიკური ორგანიზაციის მეთაური და დასავლეთ საქართველოში გლეხთა შეიარაღებული გამოსვლების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1906-1907 წწ. აქტიურ რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ვლადიკავკაზში, დონის როსტოვსა და მოსკოვში. რევოლუციურ მოღვაწეობისათვის სამხედრო-საველე სასამართლოს გადასცეს და სიკვდილით დასჯა მოელოდა, მაგრამ გაქცევა მოახერხა.

1907 წელს მოსკოვში დააპატიმრეს და 4 წლის საკატორღო მუშაობა, ხოლო შემდეგ ციმბირში სამუდამოდ გადასახლება მიუსაჯეს.

1911 წელს საზღვარგარეთ გაიქცა. ჯერ თურქეთში ცხოვრობდა, შემდეგ ბულგარეთში, სადაც დაუახლოვდა ბულგარეთის რევოლუციური მოძრაობის ბელადებს დ. ბლაგოევს და გ. დიმიტროვს, მონაწილეობდა ბულგარეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის მემარცხენე მიმდინარეობის - "ვიწრო სოციალისტების" მუშაობაში, აქვეყნებდა სტატიებს ბულგარეთის პრესაში.

1914-1915 წწ. წერილობითი ურთიერთობა დაამყარა ვლადიმერ ლენინთან. ბულგარეთიდან შვეიცარიაში გადავიდა და ჟენევის ბოლშევიკური ჯგუფის აქტიური წევრი გახდა. იქ პირადად გაიცნო  ლენინი, მუშაობდა რსდმპ (ბ) ცკ-ის დავალებით. 

1917 წლის აპრილში ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა. პარტიის ცკ-მა იგი გაგზავნა ქ. ვლადიკავკაზში, სადაც ს. კიროვთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისა და განმტკიცებისათვის ბრძოლაში.

სამუელ ბუაჩიძე იყო ვლადიკავკაზის ბოლშევიკური ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმისა და რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი.

1918 წლის მარტში აირჩიეს თერგის საბჭოთა რესპუბლიკის სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ. ენერგიულად იბრძოდა თერგის ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის აღდგენისათვის, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისათვის.

სამუელ ბუაჩიძე კონტრევოლუციონერემა მოკლეს ვლადიკავკაზში, 1918 წლის 20 ივნისს, მიტინგზე გამოსვლის დროს. დაკრძალულია მშობლიურ სოფელ ფარცხნალში.

1955 წლიდან, თბილისში, ნაძალადევის მუნიციპალიტეტში (ღრმაღელე) არის მისი სახელობის ქუჩა.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/სამუელ_ბუაჩიძე

სამუელ ბუაჩიძე //ვეფხვაძე იზა. ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო. - თბილისი, 2016. გვ.180

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.488

სვანიძე კ. სამუელ (ნოე) გრიგოლის ძე ბუაჩიძე. - თბილისი, 1956


Share: