Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თენგიზ დავარაშვილი![]()
Biographyმედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი-თერაპევტი თენგიზ (სოსო) დავარაშვილი (დავარ იოსეფ) დაიბადა 1955 წლის 24 ივლისს საქართველოში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1978-1980 წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1981- 1992 წწ. - წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "ბავშვებისა და მოზრდილების გულის მარცხენა პარკუჭის მიტრალური სარქველის პროლაპსის კლინიკური და ფუნქციონალური მდგომარეობის სადიაგნოზო კრიტერიუმების შედარებითი შეფასება". სადოქტორო დისერტაცია - "გულშიდა სისხლის მიმოქცევა ნორმაში და გულის ზოგიერთი დაავადების დროს (დოპლერექოგრაფიის მონაცემებით)", დაიცვა 1991 წელს. სოსო დავარაშვილი იყო თბილისის კარდიოლოგიის საზოგადოების მდივანი; 1986 წელს გახდა საკავშირო სამედიცინო აკადემიის მიასნიკოვის პრემიის ლაურეატი. 1992 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს ინგლისში. თავდაპირველად იყო ლონდონის სამეფო ჰოსპიტლის კარდიოლოგი. ამჟამად არის პროფესორი, თერაპევტი, დიდი ბრიტანეთის კარდიოლოგიის საზოგადოების წევრი (1996 წლიდან), 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბილისი, 2000.- გვ.85
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |