The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დავით აფხაზი

დავით აფხაზი
Date of birth:3 June, 1866  (158 years)
Date of death:191?
Category:Military Person

Biography

გენერალ-მაიორი, თავადი დავით ილიას ძე აფხაზი (აფხაზოვი) დაიბადა 1866 წლის 3 ივნისს. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში.

სამხედრო სამსახურში შევიდა 1883 წლის 2 ოქტომბერს.

დაამთავრა ელისავეტგრადის კავკასიის კადეტთა სასწავლებელი (1887, II კატეგორია).  1890 წლის 15 ოქტომბერს, კორნეტის ჩინით გაამწესეს პერეიასლავის დრაგუნთა 46-ე პოლკში, მოგვიანებით გადაიყვანეს ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკში (1890-1900), შემდეგ კი კარგოპოლის მე-13 დრაგუნთა პოლკში (1900).

ჰქონდა წარმატებული სამხედრო კარიერა: პორუჩიკი (15.10.1894); შტაბს-როტმისრი (15.03.1899); როტმისტრი(15.10.1902); პოდპოლკოვნიკი (30.12.1914); პოლკოვნიკი (09.11.1915).

მონაწილეობდა 1-ელ მსოფლიო ომში. 1915 წელს დროებით მეთაურობდა მე-5 ლიტვურ ულანთა პოლკს, ხოლო შემდეგ მე-5 საკავალერიო დივიზიის მსროლელ პოლკს (01.08.1916).

1918 წლის 29 ივლისს კავკასიის ფრონტის მთავარსარდლის ბრძანებით მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და ამავდროულად თადარიგში გაუშვეს.

ცხოვრობდა თბილისში. 1918 წლის ივლისის თვიდან დარეგისტრირდა კავკასიის ფრონტის შტაბში.

დაჯილდოებული იყო : წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხისა (1907) და წმინდა სტანისლავის II ხარისხის (1910) სამხედრო ორდენებით.

ბიოგრაფიული ცნობები დავით აფხაზის შესახებ  1918 წლის შემდეგ არ მოიპოვება.

წყარო: 

http://www.grwar.ru/persons/person/4291



 


Share: