Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ზაქარია დევდარიანი![]()
Biographyრუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი ზაქარია (შაქრო) დავითის ძე დევდარიანი (დევდორიანი) დაიბადა 1836 წელს თბილისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1848 წელს რიგითად თბილისის ეგერთა პოლკში. 1850 წელს უნტერ-ოფიცრად გადაიყვანეს ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში. იმავე პოლკში მსახურობდა მისი ძმაც, შემდგომში მაიორი ნიკოლოზ დევდარიანი. მონაწილეობდა ბრძოლებში ლეკების წინააღმდეგ (1849-1850), ყირიმისა (1853-1856) და რუსეთ–ოსმალეთის (1877-1878) ომებში. ყირიმის ომის დროს თურქების წინააღმდეგ იბრძოდა ალექსანდროპოლის რაზმის რიგებში და თავი გამოიჩინა ყარსთან გამართულ შეტაკებაში 1855 წლის სექტემბერში. 1863 წლიდან იყო ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკის ხაზინადარი და მანგლისში პოლკის ოფიცერთა კლუბის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი. 1871 წლიდან მუშაობდა საინტენდანტო თანამდებობებზე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. ბოლო თანამდებობა - კავკასიის სამხედრო საოლქო ეგზეკუტორი. 1901 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის, წმ. ანასა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით. გარდაიცვალა 1907 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.355 https://ka.wikipedia.org/wiki /ზაქარია_დევდარიანი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |