Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსანდრე თავართქილაძე![]()
Biographyექიმი ონკოლოგი და გენეტიკოსი ალექსანდრე (ალეკო) თავართქილაძე დაიბადა 1981 წლის 23 მარტს ქ. ოზურგეთში, გეოგრაფისა და ასტროფიზიკოსის გივი თავართქილაძის ოჯახში. სწორედ მამას თვლის ალეკო თავის უპირველეს პედაგოგად და მენტორად, რადგან მან გაუღვივა ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი. ალექსანდრე თავართქილაძემ 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო შემდგომ სწავლა გააგრძელა ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში (საფრანგეთი, სტრასბურგი) კლინიკური ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით (რეზიდენტურა /დოქტორანტურის სრული კურსი), რის შემდეგაც მიენიჭა კლინიკური ონკოლოგის დიპლომი ლუი პასტერის უნივერსიტეტის მიერ და ლიცენზია სპეციალობით კლინიკური ონკოლოგია და ონკოჰემატოლოგია ევროკავშირის სამედიცინო განათლებისა და საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ; 2008 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში, ამავე წლიდან არჩეულია პროფესორად; 2012 წელს საფრანგეთის Paris-Sud -ის უნივერსიტეტის მიერ მიენინიჭა პროფესორის Honoris Causa სერტიფიკატი; 2014 წელს სიმსივნის ქრონობიოლოგიური და ქრონოფარმაკოლოგიური კვლევების პრეზენტაციის და შემდგომი ექსპერტიზის საფუძველზე იაპონიაში,ოსაკას უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს პროფესორის სახელმწიფო (საერთაშორისო სერტიფიკატი Tokyo/New York/Paris/Berlin/London/Toronto/Sydney) სერტიფიკატი; 2015-2016 წწ. გაიარა კლინიკური ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის სრული კურსის რეტრეინინგი Paris-Sud-ის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2016-2017 წწ.- სრული სადიპლომო კურსი მოლეკულურ ონკოლოგიაში Paris Descartes უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე; გავლილი აქვს სპეციალური გადამზადების კურსები: ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტლის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური ონკოლოგიისა და კლინიკური ქიმიოთერაპიის მიმართულება ), შვეიცარია, ჟენევა; ჩიბას სახელმწიფო უნივერსიტიტის ქიმიოთერაპიისა და ონკოდიაგნოსტიკის მიმართულებით (Division of chemo Chemotherapy and Cancer Diagnosis) (ქიმიოთერაპია ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში), იაპონია, ჩიბა; პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტი -ზოგადი ქიმიოთერაპიის მიმართულება, საფრანგეთი, პარიზი; ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტი (მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია), დიდი ბრიტანეთი, ლონდონი; მეიოს კლინიკა (პერსონალიზებული მედიცინა ონკოლოგიაში - საწავლო კურსი), აშშ, როჩესტერი; კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (ღვიძლის პირველადი სიმსივნეების თარგეთული, იმუნო და გენური თერაპია), იაპონია, კიოტო; ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიმართულება ), თურქეთი, ბურსა; საბერძნეთის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული ინსტიტუტი (მოლეკულური და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულება), საბერძნეთი, ფლორინო; ნაიმეიხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი - ტრენინგი ზოგადი ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიაში, ჰოლანდია, ნაიმეიხენი; კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC). ტრეინინგი: “ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტური თერაპიის სრულყოფილების და ადეკვატურობის შეფასების ექსპერტიზა”, საფრანგეთი, ლიონი; მეცნიერი 2009 წლიდან არის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში; 2011 წლიდან - გარემოს დაცვის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის საქართველოს წარმომადგენელი; საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტი კლინიკურ ონკოლოგიაში; 2008 წლიდან დღემდე ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტლის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი; 2012-2022 წწ. იყო კავკასიის რეგიონის კანცეროგენულ ნივთიერებათა და ენდემური ფლორის ალკალოიდების კვლევის პროექტის რეგიონული კოორდინატორი; აქვს მედიცინის დოქტორის (MD) და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის (PhD) ორმაგი ხარისხები; არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ისევე, როგორც Paris-Descartes უნივერსიტეტის პროფესორი; ჯილდოები: 2011 წ. „ამერიკის კიბოს საზოგადოების“ და „სიცოცხლის ბანკის“ მიერ დაჯილდოებულია ოქროს მედლით ძუძუს კიბოს ფუნდამენტურ კვლევაში მიღებული მონაწილეობისათვის; 2012 წ. მისი დისერტაციისთვის, რომელიც შეეხებოდა ნერვული სისტემის როლს კიბოს განვითარების მექანიზმებში კემბრიჯის უნივერსიტეტში ალ. თავართქილაძეს გადაეცა ოქსფორდის წმინდა ალბერტის მედალი; 2017 წ. საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტის მიერ დაჯილდოვდა ოქროს ფონენდოსკოპით, ანტისიმსივნურ ვაქცინებში და პერსონალიზებულ ონკოთერაპიაში წარდგენილი სამეცნიერო-კლინიკური ნაშრომისათვის; 2018 წ. ავსტრალიის ონკოლოგთა ასოციაციის მიერ - ოქროს მედლით, ნაშრომისათვის „ნერვული სისტემის როლი სიმსივნური დაავადების ეთიოლოგიაში“; ასევე დაჯილდოებულია მრავალი საერთაშორისო პრიზითა და აღიარებით, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის გავლენას ონკოლოგიაში და მის წვლილს კიბოს მკურნალობის ახალ მიდგომებში, რაც პაციენტებს აძლევს უფრო მაღალ შანსებს უკეთესი შედეგებისთვის. პროფესორი თავართქილაძე არის მსოფლიოს მრავალი სამედიცინო ასოციაციის წევრი. მათ შორის არიან: საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია; ამერიკის სამეცნიერო ასოციაციის AAAS დირექტორთა საბჭო; საფრანგეთის ონკოლოგთა ასოციაციის FSO დირექტორთა საბჭო; ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია ESMO; ამერიკის კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაცია ASCO; იაპონიის სამედიცინო ონკოლოგთა ასოციაცია JSMO; ევროპის ადამიანის გენეტიკის შემსწავლელი ასოციაცია ESHG; ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაცია EASL; ევროპის კიბოს კვლევის ასოციაცია EACR; ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოება EAS; დოქტორ თავართქილაძეს გამოქვეყნებული აქვს 117-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, შვიდი მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. მეცნიერი არის ამერიკის კიბოს კვლევის შემსწავლელი საზოგადოების მუდმივმოქმედი კომისიის მთავარი ექსპერტი და მსოფლიოს ბიოლოგიური რითმებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დირექტორთა საბჭოს წევრი; ასევე, ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის რეგიონული მთავარი კონსულტანტი პროექტით - "კვანტური ფიზიკიდან სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებამდე"; მის მიერ შექმნილია ანტისიმსივნური აქტივობის "კოქტეილი - ALTAV"; კლინიკურ პრაქტიკას ახორციელებს ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადებულ პაციენტებზე, რაც მისი შესწავლის ერთ-ერთი საგანიცაა, სწავლობს ამ სინდრომის ეტიოლოგიას, პათოგენეზსა და მიკრობიომის (მიკრობიოტას) როლს აღნიშნული სინდრომით დაავადებულებში; დაჯილდოებულია პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ 3 სამეცნიერო პროექტის სრული დაფინანსებითა და სიგელით - მეცნიერებასა და გარემოს დაცვის პროგრამებში შეტანილი წვლილისათვის; არის 5 ჯანმრთელობის დაცვისა და საგანმანათლებლო კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი და კანონპროექტების ავტორი; მისი სამუშაო ჯგუფის მიერ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებულია პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლიდან არის ევროპის პერსონალიზებული მედიცინის ალიანსის წევრი და ჩართულია საერთო ფუნდამენტურ და დიაგნოსტიკურ კვლევებში; ამავე ინსტიტუტში ფუნქციონირებს საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს და იაპონიის პერსონალიზებული მედიცინის ასოციაციების ექსპერტების თანამონაწილეობით. წყარო: http://www.nplg.gov.ge/medics/ka/00002097/ http://pmi.ge/ka/doctors/aleksandre-tavartkiladze https://tbiliselebi.ge/ka/news/medicine/aleksandre-tavartkiladze-imedi-simsivniani-patsientebistvis თავართქილაძე ალექსანდრე. ახალგაზრდა წარმატებული ონკოლოგისა და გენეტიკოსის, ალექსანდრე თავართქილაძის როლი ქართული მედიცინის განვითარებაში: ინტერვიუ / ესაუბრა ინა სიმონია // თბილისელები. თბილისი, 2020. 31 აგვისტო-6 სექტემბერი. N36 (1027). გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |