Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გულნარა პატარიძე-ურატაძისა![]()
Biographyჟურნალისტი გულნარა (გულიკო) პატარიძე დაიბადა 1943 წლის 22 ივლისს პარიზში, პოლიტიკური ემიგრანტების ელისე პატარიძისა და თამარ ალშიბაიას ოჯახში. ჰყავდა უფროსი და - თინა და ტყუპისცალი ძმა, ოთარი. დაამთავრა ჟან დე ლეფონტენის ლიცეუმი, შემდეგ - პარიზის უნივერსიტეტის მთარგმნელთა და თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა. ოთარ პატარიძის მოგონების მიხედვით, გულნარა რადიო „თავისუფლებაში“ შემდეგნაირად მოხვდა: „1967 წელს რადიო "თავისუფლებამ" ექვსთვიანი პრაქტიკა შემოგვთავაზა მიუნხენში. მე გავიარე პრაქტიკა, ჩემი ქართული გავაუმჯობესე, მაგრამ არ მინდოდა ჟურნალისტობა და ამიტომ არ გავაგრძელე. გულიკომ კი გააგრძელა კარიერა რადიოში“… და წარმატებასაც მიაღწია. 1967 წლიდან იყო „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის თანამშრომელი მიუნხენში, 1986 წლიდან გარდაცვალებამდე კი იყო მისი დირექტორი. 1990-იან წლებში, გერმანიის გაერთიანების, საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აღარ იყო ამ ტიპის რადიოსადგურების საჭიროება, ამიტომ „თავისუფლების“ ქართულმა რედაქციამ პრაღაში განაგრძო მუშაობა. გულნარა პატარიძე ქართულისა და ფრანგულის გარდა თავისუფლად ფლობდა რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, რაც საშუალებას აძლევდა მოეპოვებინა მსმენელთა ფართო წრისთვის ხშირად მიუწვდომელი ინფორმაცია. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ბეჭდვით პრესაშიც („ივერია“, „თავისუფლების ტრიბუნა“, „ბედი ქართლისა“). ცნობილი იყო საქართველოს ამბების ობიექტური გაშუქებით. დაქორწინებული იყო ჟურნალისტ დავით (დათიკო) ურატაძეზე (1916-1978), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, დიპლომატის, გრიგოლ ურატაძის ძმისშვილზე. გულიკო პატარიძე უროტაძისა გარდაიცვალა პრაღაში 2003 წლის 2 ივნისს. გადაასვენეს პარიზში და დაკრძალეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით. წყარო: გულნარა პატარიძის ოჯახს : სამძიმარი / ედუარდ შევარდნაძე // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2003. - 12 ივნისი. - N152(4531). - გვ.1 https://ka.wikipedia.org/wiki/გულნარა_პატარიძე
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |