შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნოე ავალიანი![]()
ბიოგრაფიაბალეტისა და კინოს მსახიობი ნოე ივანეს ძე ავალიანი დაიბადა 1922 წლის 13 თებერვალს, რუსეთში. დაამთავრა ჯერ მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო 1957 წელს - რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის (ГИТИС) საბალეტმაისტერო განყოფილება (ლ. მ. ლავროვსკის კურსი). 1940-1963 წლებში იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი საბალეტო დადგმებში. შემდგომში მუშაობდა ბალეტმაისტერად და პლასტიკის რეჟისორად მოსკოვის თეატრებში, კერძოდ, თეატრში ტაგანკაზე. როგორც მსახიობი მონაწილეობდა დრამატულ სპექტაკლებში, გადაღებულია ფილმებშიც. ნოე ავალიანი გარდაიცვალა 2010 წლის 21 თებერვალს, მოსკოვში. დაკრძალულია ვედენოს სასაფლაოზე. წყარო: https://globalmsk.ru/person/id/8327 https://ru.wikipedia.org/wiki/ https://geonecropol.ge/noi-avaliani/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |