| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიარუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1901), თავადი დავით თამაზის ძე ვაჩნაძე დაიბადა 1844 წლის 6 ნოემბერს, გურჯაანში. განათლება მიიღო კავალერიის სასწავლო ასეულში (кавалерийская учебная рота). 1866 წლიდან სამხედრო სამსახურში იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877-1878) ომში; 1898–1901 წწ. იყო ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკის მეთაურის მოადგილე; 1898 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება; 1901 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდებით, მუნდირითა და პენსიით; დაჯილდოებული იყო: წმ. სტანისლავის III (1875) და II (მახვილებით, 1878), წმ. ანას III (მახვილებითა და ბაბთით, 1877) და II (მახვილებით, 1879), წმ. ვლადიმირის IV (ბაბთით, 1884) ხარისხის ორდენებით, ასევე, რუმინეთის ორდენით „რკინის გვირგვინი” (1881). 1902 წლიდან მუშაობდა მომრიგებლად თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრაში; 1903 წლის 1 აპრილის (N73) გაზეთ „ივერიაში“ განთავსებულ განცხადებაში (გვ.4) მოცემულია სიღნაღის მაზრის იმ თავადაზნაურთა სია, რომეთაც უფლება აქვთ თავადაზნაურთა კრებაზე მონაწილეობა მიიღონ საქმეთა განხილვაში და არჩევანში. მათ შორის არის - გენერალ-მაიორი დავით თამაზის ძე ვაჩნაძე. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი იყო მისი ძმაც, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე - ლეონტი (ლევან) თამაზის ძე ვაჩნაძე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.3. - თბილისი, 2014. — გვ. 208. https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_ვაჩნაძე_(გენერალი)
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

