The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჰიქმედ სულეიმანი

ჰიქმედ სულეიმანი
Date of birth:1889
Date of death:1964  (at 75 years)
Category:Politician

Biography

პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ჰიქმეთ სულეიმანი დაიბადა 1889 წელს ქ. ბაღდადში (ერაყი), ბასრის სანჯაყბეგის ქეთჰუდა ზადე სულეიმან ბეის ოჯახში. წარმოშობით ქართველი იყო. მისი წინაპარი ერაყში თფილისიდან გადასახლებულა.

ჰიქმეთ სულეიმანი, ისევე როგორც მისი უფროსი ძმები, სამხედრო მოღვაწე იყო -მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა (1856-1913) ოსმალეთში მსახურობდა და გენერალისიმუსის საპატიო წოდება ჰქონდა მინიჭებული; მეორე ძმა, კავალერიის პორუჩიკი ქემალ ეფენდი, ახალგაზრდა გარდაიცვალა და სკოპიის ალაჯას მეჩეთის ეზოში, მაჰნუდ შევქეთის მიერ აშენებულ აკლდამაშია დაკრძალული.

ჰიქმეთ სულეიმანიც ოსმალეთის არმიაში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ ერაყის მოქალაქეობა მიიღო და ერაყის მთავარი ვეზირიც (პრემიერ-მინისტრი) კი გახდა. ეს პოსტი მას 1936-1937 წლებში ეკავა.

გარდაიცვალა 1964 წელს.

წყარო:

შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge

ქასაბი მურად.მაჰმუდ შევკატ ფაშა // მურად ქასაბი.ოსმალეთის ქართველები.- სტამბოლი, 2912. - გვ. 62-63 


Share: