The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იური დადიანი

იური დადიანი
Date of birth:1 March, 1949  (77 years)
Category:Musician

Biography

დირიჟორი და კომპოზიტორი იური ოლეგის ძე დადიანი დაიბადა 1949 წლის 1 მარტს, ქ. თბილისში.

განათლება: 1964 წელს დაამთავრა თბილისის N3 მუსიკალური სკოლა. პედაგოგი: მ. ძიძიშვილი (ვიოლინო); 1968 წელს -  თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი (გუნდის დირიჟორი); 1971 წელს - ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პედაგოგი: მ. ჩიკაშუა (გუნდის დირიჟორი); 1974 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა. პედაგოგი ვ. ფალიაშვილი (გუნდის დირიჟორი); 1976-1977 წწ. - სტაჟირება გაიარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგ ო. დიმიტრიადისთან (საოპერო და სიმფონიური დირიჟორობა);  1979 წელს იმავე პედაგოგთან დაამთავრა ასპირანტურა;

1970 წელს ჩამოაყალიბა სტუდენტური ანსამბლი "ქორალი";

1970-1977 წწ. იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების კამერული გუნდის დირიჟორი;

1975-1980 და 1985-1987 წწ. - თბილისის სხვადასხვა მუსიკალური სასწავლებლების გუნდის ხელმძღვანელი;

1977-1981 წწ.- საქართველოს უსინათლოთა საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი;

1980-1983 წწ. - საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი;

1980-1986 წწ. - თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლის პედაგოგი (დირიჟორობა);

1983-1991 წწ. - თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის დირიჟორი;

1990 წელს ჩამოაყალიბა კამერული ორკესტრი, 1992 წელს - კამერული ორკესტრი "მერანი";

1992-1993 წწ. - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი;

1993 წლიდან მოღვაწეობს გერმანიაში;

1994 წლიდან - გერმანიის მუსიკალური აკადემია GEMA-ს წევრი;

არის 200-მდე ნაწარმოების ავტორი;  თანამშრომლობს 15 გამომცემლობასთან; ამჟამად ხელმძღვანელობს რამდენიმე გუნდს;

რეპერტუარი: ქართული - მუსიკალური კომედიები, ოპერეტები, მიუზიკლები - შ. მილორავა "დედისერთა ჯარში მიდის" (პრემიერა, 1974), "პაემანი ცაში" (პრემიერა, 1975), "ჩანჩურა" (პრემიერა, 1976), "სათაგური" (პრემიერა,1976); მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები" (პრემიერა, 1975); ს. ცინცაძე "შვეიკ, შვეიკ, შვეიკ" (1976);  გ. ცაბაძე "მეტეხის ჩრდილში" (პრემიერა, 1984) და სხვ.; ოპერები: რ. ლაღიძე "ლელა" (პრემიერა, 1975); ი. ბობოხიძე "ბურატინო" (1977); კანტატა-ორატორია: ა. შავერზაშვილი „კრემლის მზე“ (1972); გუნდები a cappella, მათ შორის: მ. მშველიძე - 5 გუნდი ა. კალანდაძისა და ი. არაბულის ლექსებზე (პირველი შესრულება, 1977); დ. ჩხეიძე - „ქალიშვილი“ ი. ნონეშვილის ლექსზე (პირველი შესრულება, 1974) და სხვა.

წყარო:

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 134


Share: