| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი სერგოს ძე დემუროვი![]()
Biographyთეატრის და კინოს მსახიობი გიორგი სერგოს ძე დემუროვი დაიბადა 1940 წლის 13 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის სტუდია, მოგვიანებით, ქ. გორკის (ახლანდელი ნიჟნი-ნოვგოროდი) თეატრალური სასწავლებელი (1966). 1959-1961 წლებში მუშაობდა თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრში, ხოლო 1965 წლიდან მ. გორკის სახელობის ქ. ნიჟნი ნოვგოროდის აკადემიურ დრამატულ თეატრში, სადაც განსახიერებული აქვს 150-მდე როლი. 1964-2012 წლებში იყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ხანგრძლივი თეატრალური კარიერის მანძილზე მიღებული აქვს მრავალი ჯილო. მათ შორის: რსფსრ-ის დამსახურებული არტისტი (1983); რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი (1996); ნიჟნი ნოვგოროდის პრემიის ლაურეატი (2002, 2011); .ე.ა. ევსტიგნეევის სახელობის II ფესტივალ-კონკურსის ლაურეატი (საუკეთესო მსახიობი კაცის როლი - პრინცი ვალკოვსკი, "პეტერბურგული რომანი"); მფლობელი ნ.ი. სობოლშჩიკოვა-სამარინას სახელობის ჯილდოსა და ნ.რიბაკოვის სახელობის პრიზისა - „რუსეთის მსახიობი“ და სხვ; 2013 წელს გადასცეს სამკერდე ნიშანი „თეატრისადმი ერთგულებისა და თავდადებისთვის“; მოღვაწეობდა კინოშიც. გადაღებულია ფილმებში: 1961 - გზა (ბენიკი, მთავარი როლი); 1970 - ყელსაბამი ჩემი სერმინაზისთვის (ფილმ-სპექტაკლი); 1971 - მარტო, ანგელოზების გარეშე (ფილმ-სპექტაკლი), კოსტია; 2004 - კონვოი PQ-17 (სტალინი); მე-7, მე-8 სერია და სხვ.; გარდაიცვალა 2013 წლის 30 აპრილს, ნიჟნი-ნოვგოროდში. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Демуров,_Георгий_Сергеевич
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

