The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ბორის ნებიერიძე

ბორის ნებიერიძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1942
გარდაცვ. თარიღი:4 თებერვალი, 2008  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბაიკოვის სასაფლაო, კიევი
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი ბორის კონსტანტინეს ძე ნებიერიძე დაიბადა 1942 წლის 16 ივლისს, თბილისში.

1967 წელს დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ხოლო 1974 წელს კიევის ივან კარპენკო-კარის სახელობის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, როდიონ ეფიმენკოს სახელოსნო.

ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კიევში. მუშაობდა ხმის რეჟისორის ასისტენტად და ხმის რეჟისორად „უკრკინოქრონიკის“ სტუდიაში. 1974 წლიდან - კინოსტუდია „უკრტელეფილმის“ რეჟისორი.

გადაღებული აქვს ოცამდე ფილმი და არის სამი ფილმის სცენერის ავტორი.

ბორის ნებიერიძის, როგორც რეჟისორის დებიუტი შედგა 1981 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმით „დედისკენ მიმავალი შემოდგომის გზა“. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: „დისკჟოკეი“ (1988); „შაჰის ალმასები“ (1992) და „მკვლელობა სანშაინ-მენორში“ (1992).

გადაღებულია რამდენიმე ფილმში.

1996 წელს მიენიჭა უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

გარდაიცვალა 2008 წლის 4 თებერვალს. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვის სასაფლაოზე.

წყარო:

https://www.imdb.com/name/nm0623881/

https://geonecropol.ge/boris-nebierize/ 

https://ru.wikipedia.org/wiki/Небиеридзе,_Борис_Константинович


გააზიარე: