The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ერეკლე ინაშვილი

ერეკლე ინაშვილი
Date of birth:1984  (42 years)
Category:Designer

Biography

ბრენდის და პროდუქტის დიზაინერი ერეკლე ინაშვილი დაიბადა 1984 წელს, თბილისში. 2006 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. საქართველოში მუშაობდა ტელეარხ „მზეზე“. გერმანიაში განათლების მისაღებად წავიდა და მალევე უკან დაბრუნებას აპირებდა.

ჩააბარა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ მედია სკოლაში - Filmakademie Baden-Württemberg-ში, რომელიც გერმანიის ქალაქ Ludwigsburg-ში მდებარეობს. ძალიან საინტერესო სტუდენტური ცხოვრება ჰქონდა. ყოველ წელს ყველა სტუდენტი სხვადასხვა ჯილდოს იგებდა და ეს ჩვეულებრივად სასემესტრო ნამუშევრით ხდებოდა. ერეკლემ თავისი  პირველი ჯილდო Visual Music Award-ზე მოიგო.

ბადენ-ვიურთემბერგის კინოაკადემიაში ერეკლე მინაშვილი პრაქტიკული მუშაობითაც იყო დაკავებული. სწავლის პარალელურად, ისეთი მედია კომპანიები, როგორებიცაა MTV arte ან RTL, სტუდენტებს თამამად ანდობდნენ თავიანთი პროდუქციის წარმოებას. ამან ერეკლეს სხვა პერსპექტივები გაუხსნა და კინოსკოლის დამთავრების შემდეგ, 2010 წელს, ყველაზე დიდი გერმანული ტელეარხის, RTL-ის მარკეტინგისა და ბრენდინგის განყოფილებაში დაიწყო საქმიანობა.

დიზაინერის კარიერის მანძილზე ერეკლე მინაშვილი მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა - Sky Deutschland (გერმანია) და DAZN (დიდი ბრიტანეთი). შემოთავაზება მედია კომპანიიისგან Sky, რომელიც ევროპაში მთავარი სპორტული მედიაა, 2012 წელს მიიღო. Sky-ს პროდუქტების განვითარების დეპატრტამენტში ერეკლეს რამდენიმე წელი აქვს გატარებული. მან გუნდთან ერთად იმუშავა Sky Sport News-ის ბრენდინგზე და ინტერაქტიული Touch Screen-აპლიკაციების დიზაინი შექმნა.

შემდეგ წლებში აქცენტი თანამედროვე ტელევიზიის შექმნას დაუთმო და ახალი თაობის ტელევიზიის შექმნაზე იმუშავა. 

ამჟამად ერეკლე ინაშვილს მიუნხენში აქვს საკუთარი სააგენტო და წამყვან სპორტულ მაუწყებლებთან მუშაობს. ბოლო პერიოდში იგი ახალი პლატფორმის განვითარებაშია ჩართული, რომელსაც თავად ქუჩის კალათბურთს ადარებს და რომელსაც, არაფორმალურად, Netflix of Sports-ს უწოდებენ.

2021 წელს მოულოდნელად, კოვიდით გარდაიცვალა ერეკლეს მამა, დოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი. მისი ბოლო პროექტი იყო დოკუმენტური ფილმი „რუსთაველის ქვეყანა“, რომელიც 2023 წელს დაასრულა მისმა შვილმა. ფილმი საქართველო-გერმანიის კინოპროდუქტია და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. კინოსურათი ერეკლე ინაშვილის სადებიუტო ნამუშევარია.

ქართველი დიზაინერი გერმანიაში და ბრიტანეთში თანამშრომლობს ბევრ ცნობილ მედია, საბანკო და სადაზღვევო კომპანიასთან, როგორც დიზაინ ლიდერი და დამოუკიდებელი კონსულტანტი. ეხმარება დიდ ორგანიზაციებსა და სტარტაპებს ციფრულ ტრანსფორმაციაში. არის სხვადასხვა სტარტაპის კონტრიბუტორი და მენტორი პროდუქტის განვითარებისა და Service Design Thinking-ის ხაზით. ასევე, ჩართულია ქართულ აქტივობებში ცოდნის გაზიარების კუთხით და ბევრი ქართული სახელმწყიფო სერვისის თუ ბრენდის თანაავტორი და კონტრიბუტორია.

ერეკლე ინაშვილს, როგორც დიზაინერს და არტ დირექტორს, გერმანული პროექტების მეშვეობით, მიღებული აქვს ჯილდოები დიზაინისა და ბრენდინგის სფეროში - German Design Award, German Brand Award და  Red Dot Design Award, რომელიც უმაღლესი და ძალიან პრესტიჟული ჯილდოა დიზაინში. ამ საერთაშორისო დიზაინ კონკურსში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მონაწილეობენ ყველაზე დიდი ბრენდები, მაგალითად: Adidas, Google, Uber, Mercedes, BMW და ა.შ.

2021 წელს Red Dot Design Award-ის გამარჯვებული გახდა თიბისის ბარათები, რომლის დიზაინზეც ერეკლე ინაშვილმა იმუშავა. ესაა პირველი ქართული პროექტი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო. ეს ფაქტი ქვეყნისთვისაც და დიზაინ ინდუსტრიისთვისაც ამტკიცებს იმას, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მაღალი დონის ნამუშევრების შექმნა.  

წყარო:

https://sainteresoadamianebi.1tv.ge/?id=286

https://www.marketer.ge/tbc-red-dot-design-award/

https://www.radiotavisupleba.ge/a/ერეკლე-ინაშვილი-ნიჭი-შრომა-და-მიზანსწრაფულობა/32277304.html

https://www.doca.ge/en/members/erekle-inashvili

https://www.imedi.ge/ge/video/159467/shemdegi-gachereba--erekle-inashvili


Share: