| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ ხიმშიევი![]()
Biographyთავადი, სამხედრო მოღვაწე ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაიბადა 1805 წელს ქ. სიმბირსკში. წარმოშობით იყო სოფელ ბულაჩაურიდან (დუშეთი). დაამთავრა სარატოვის სამხედრო სასწავლებელი; 1848 წელს პოლკოვნიკის ჩინით იყო ბრესტის კადეტთა ბატალიონის უფროსი; გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა 1852 წლის 30 მარტს; 1855 წელს იყო მე-6 ქვეითთა დივიზიის, მე-15 არმიის კორპუსის, 1 ბრიგადის უფროსი. 1855-1856 წწ. - მე-12 ქვეითი დივიზიის მეთაური; წმინდა გიორგის ჯვრის ორდენის კავალერი (26.11.1849) გარდაიცვალა1860 წლის 13 იანვარს. დასაფლავებულია ქ. სიმბირსკის პაკროვსკის მამათა მონასტრის სასაფლაოზე. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი იყო მისი ვაჟიც - კონსტანტინე ხიმშიაშვილი. წყარო: https://mematiane.ge/product-details.php?id=1669&lang=ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

