The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


კონსტანტინე ხიმშიევი

კონსტანტინე ხიმშიევი
Legal name:კონსტანტინე ხიმშიაშვილი
Date of birth:11 May, 1854
Date of death:10 January, 1912  (at 57 years)
Burial location: ქ. ნიკოლაევსკი, რუსეთი
Category:Military Person

Biography

კონსტანტინე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაიბადა 1854 წლის 11 მაისს ქ. სარატოვში, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორ ნიკოლოზ ხიმშიაშვილის ოჯახში.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სამხედრო გიმნაზია და ნიკოლაევსკის საკავალერიო სასწავლებელი;

მსახურობდა: 1870 წელი - ულანთა ლიტვის პოლკი;

1876, 31.08 - 1880, 01.08 წწ. -  ბრიგადის ადიუტანტი;

1884, 01.05 – 1893, 21.09 წწ.  - ესკადრონის უფროსი;

1905, 06.03 წელი  - ნიკოლაევის ოლქის სამხედრო უფროსი-პოლკოვნიკი;

1909, 01.01. წელი - ყაზანის სამხედრო ოლქის უფროსი-პოლკოვნიკი;

მონაწილეობდა სხვადასხვა საბრძოლო ოპერაციებში;

სამხედრო წოდებები: უმცროსი ოფიცერი (03.08.1870); კორნეტი ( 7.07.1872); პორუჩიკი (01.03.1874); შტაბს-როტმისტრი (27.02.1876); როტმისტრი (20.02.1880); პოდპოლკოვნიკი (26.02.1892); პოლკოვნიკი (25.12.1900);

1909 წლის 12 ივლისს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. იმავე წელს გავიდა თადარიგში;

სამხედრო ჯილდოები: წმ. ანასა და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენები;

წმ. სტანისლავის IV ხარისხის ორდენი, არწივით -„35 წელი უმწკივლო სამსახურისთვის“ (22.09.1909); უცხოური ჯილდო: ავსტრიის რკინის ჯვრის ორდენი ( 1890) და სხვ.;

კონსტანტინე ხიმშიაშვილი გარდაიცვალა 1912 წლის 10 იანვარს. დასაფლავებულია ქ. ნიკოლაევსკში.

წყარო:

https://mematiane.ge/product-details.php?id=1669&lang=ge 


Share: