The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ანა ვორონცოვა-დაშკოვა

ანა ვორონცოვა-დაშკოვა
Legal name:ანა ჭავჭავაძე
Date of birth:1890
Date of death:1941  (at 51 years)
Category:Humanitarian

Biography

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილთაშვილი ანა ჭავჭავაძე 1890 წელს, საქართველოში დაიბადა. მამა - ილია დავითის ძე ჭავჭავაძე (1860-1921), დედა - ვერა ალექსანდრეს ასული ვაჩნაძე. სახელი მას ბებიის, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის შვილიშვილის, ანა ბაგრატიონ-მუხრანელის (გრუზინსკაიას) საპატივცემულოდ დაარქვეს.

ანა ჭავჭავაძის პირველი მეუღლე გახლდათ იოსებ მამაცაშვილი, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა. ეს ქორწინება უიღბლო გამოდგა და ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მისი მეორე მეუღლე იყო კავკასიაში რუსეთის ერთ-ერთი პირველი მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის შთამომავალი, ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი (1881-1938). მათ ერთამანეთი 1916 წელს, ბორჯომში გაიცნეს, სადაც ანა საავადმყოფოში მოწყალების დად მუშაობდა.

წყვილის მოკრძალებული ჯვრისწერა 1916 წლის 10 მარტს, პეტერბურგში გაიმართა. ქორწილს მხოლოდ ოჯახის ვიწრო წრე ესწრებოდა. ახალდაქორწინებულები ერთობლივი ცხოვრების პირველ წლებში არმიაში მსახურობდნენ, სადაც ანა კვლავ მოწყალების და იყო.

ოქტომბრის  რევოლუციის პერიოდში გრაფი ალექსანდრე ბოლშევიკებთან მებრძოლ მოხალისეთა არმიას შეუერთდა, რომელიც 1917 წლის 2 ნოემბერს შეიქმნა და გვარდიის ოფიცრები შეკრიბა. მათ ბინაში, სანკტ-პეტერბურგში, ლაზარეთი იყო მოწყობილი. როგორც ანა თავის მოგონებებში წერდა, ირგვლივ უამრავი სისხლი, ცრემლი და უბედურება სუფევდა. რამდენიმე წელიწადში ოჯახი დაპატიმრების საფრთხის გამო იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო.

წყვილი თავდაპირველად კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი ევროპაში გაემგზავრა. დასახლდენენ პარიზში, სადაც ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.

ანა ჯერ კოკო შანელის არისტოკრატ მოდელთა კოჰორტას შეუერთდა, 1924 წლის აგვისტოში კი საკუთარი მოდის სახლი „იმედი“ გახსნა.

„იმედმა“ არსებობა დიდი წარმატებით დაიწყო. მას სტუმრობდნენ საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და ჰოლანდიის მდიდარი და ცნობილი ოჯახების წარმომადგენლები.

გრაფინია მოდელიერადაც იქცა და მალე ჟურნალებში გაჩნდა ანა ჭაჭავაძე-ვორონცოვას მიერ შექმნილი ქსოვილის რეკლამა, სახელწოდებით „ტიფლისი (Tiflis).

ოციანი წლების დასაწყისში კავკასიით გატაცება საყოველთაო გახდა. სულ უფრო და უფრო მოდური ხდებოდა „იმედის“ მიერ შეკერილი „კავკასიური“ (caucasien) სტილის“ სამოსი, მონმარტრზე კი უამრავი კავკასიური სამზარეულო გაიხსნა.

1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, არაერთი ბიზნესი გაკოტრდა. დაიხურა „იმედიც“.

ოჯახი საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა. 1938 წელს პოლკოვნიკი ალექსანდრე ვორონცოვ-დაშკოვი, ბერლინში გარდაიცვალა. სამი წლის შემდეგ, 1941 წელს 18 აპრილს ბერლინში სრულ სიღარიბეში გარდაიცვალა ანა ჭავჭავაძეც.

ანას ორი ქორწინებიდან ოთხი შვილი დაჩა: პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი - მარინა (1911-1991) და ვერა (1912 - 2001); მეორე ქორწინებიდან ორი ვაჟი - ილარიონი (1918 - 1973) და ალექსანდრე (1922 - 1952).

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ანა ჭავჭავაძე

ანა ჭავჭავაძე-ვორონცოვა-დაშკოვა // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. თბილისი, 2024. გვ.200-203

/https://m.sputnik-georgia.com/…/mxolod-uZlieresebi…/ 


Share: