The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სიმონ გოგიტიძე

სიმონ გოგიტიძე
Date of birth:15 January, 1872
Date of death:4 March, 1927  (at 55 years)
Burial location:ვერის ძველი სასაფალაო, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

მეცნიერული პედიატრიის პიონერი საქართველოში სიმონ კონსტანტინეს ძე გოგიტიძე დაიბადა 1872 წლის 15 იანვარს, სოფელ ჭალაში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

პირელდაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში. შემდეგ სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაში, საიდანაც გადავიდა კლასიკურ გიმნაზიაში.

ამავე პერიოდში აღეძრა სამედიცინო განათლების მიღების სურვილი და ეკონომიური სიდუხჭირის მიუხედავად სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა.

1992 წელს ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. მან, როგორც ნიჭიერმა და შრომისმოყვარე სტუდენტმა, მალე მიიპყრო პროფესორ-მასწავლებელთა ყურადღება და აკადემიური წარმატებისთვის დაენიშნა სტიპენდია.

1897 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და იქვე დაიწყო მუშაობა ორდინატორად ბავშვთა სნეულებების კლინიკაში;

ს. გოგიტიძე გახლდათ პროფესორ ჩერნოვის (კიევი) სკოლის წარმომადგენელი.

1898-1900 წლებში იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში და კლინიკის გარდა, კიევის სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა.

პედიატრიულ კლინიკაში მუშაობისას ს. გოგიტიძემ საფუძვლიანად აითვისა ექსპერიმენტული კვლევის მეთოდები, ბაქტერიოლოგია, ბიოქიმია, ბავშვთა ასაკის თავისებურებანი და მხარში ამოუდგა კიევის უნივერსიტეტში მოღვაწე ისეთ გამოჩენილ მეცნიერებს, როგორებიც იყვნენ - ჩერნოვი, ლინდერმანი, პავლოვსკი და სხვა.

1904-1905 წწ. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში.

1904 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. სადისერტაციო ნაშრომი ეხებოდა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზებს (О переходе пищевого жира в молоко);

სიმონ გოგიტიძე განაგებდა კიევის გუბერნიის ერობის მიგდებულ ბავშვთა თავშესაფარ-ბაგის ჩვილ ბავშვთა განყოფილებას;

1909 წელს აირჩიეს კიევის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პრივატდოცენტად; პარალელურად, კითხულობდა თეორიული პედიატრიის სავალდებულო კურსს კიევის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტში;

1912 წელა არჩეულ იქნა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის პროფესორად და ბავშვთა სნეულებების კლინიკის გამგედ;

1913 წლიდან კი - ოდესის ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკის გამგედ;

1916 წელს ს. გოგიტიძის ინიციატივით ოდესაში დაარსდა პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც იგი უცვლელად თავმჯდომარეობდა 1921 წლამდე;

თბილისის უნივერსიტეტის საბჭოს მოწვევით 1921 წელს, პირველივე მოხმობაზე ჩამოვიდა  საქართველოში;

ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დიდი პატივითა და სიყვარულით გამოაცილეს ქართველი მეცნიერი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვა კიევსა და ოდესაში;

თბილისში სიმონგოგიტიძე სათავეში ჩაუდგა პირველი საავადმყოფოს ბავშვთა პავილიონს, იმავდროულად, თბილისის უნივერსიტეტში დააარსა პედიატრიის კათედრა. სულ მალე მან შექმნა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია, რენტგენის კაბინეტი, ბავშვთა სამზარეულო. მისი წყალობით ძირეულად შეიცვალა ავადმყოფთა მომსახურების კულტურა, საფუძველი ჩაეყარა კლინიკურ აზროვნებას;

პროფესორმა ს. გოგიტიძემ საქართველოში ხანმოკლე მოღვაწეობის მიუხედავად, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა სამედიცინო მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში. მან პედიატრიულ კლინიკაში პირველმა გამოიყენა და დანერგა სხვადასხვა მანიპულაცია, რომლის შესრულება მანამდე მხოლოდ ქირურგთა ხვედრი იყო;

სახელოვანი მეცნიერისა და პრაქტიკოსი ექიმის უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოში აღიზარდა მრავალი პედიატრი (თერაპევტი თუ ქირურგი), რომლებიც წლების მანძილზე გულმოდგინეთ ემსახურებოდნენ ბავშვთა ჯანმრთელობას.

სიმონ გოგიტიძის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვის ორგანიზმის თავისებურებებისა და ჰიგიენის შესწავლას. მან ერთ-ერთმა პირველმა დაადგინა ქალის რძეში ცხიმის გაჩენის გზები. 

1927 წელს თბილისში გამოიცა მეცნიერის ნაშრომი - ბავშვის კვება განსაკუთრებული ყურადღების მიქცევით ჩვილი ბავშვისადმი. ნაწ. 1:  ზოგადი შესავალი / სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტთა, ექიმთა და განათლებულ მშობელთათვის.

სიმონ გოგიტიძე გარდაიცვალა 1927 წლის 4 მარტს, თბილისში. დაკრძალულია ვერის (წმინდა ნიკოლოზის) ძველ სასაფლაოზე, ეკლესიის ეზოში.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: .2. – თბ., 2012. – გვ.63; 

https://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_გოგიტიძე

ქორჩილავა, ჯუმბერ. სიმონ გოგიტიძე (1872-1927) // საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2010 წელი : [2 ნაწილად]. ნაწ. 1 / . ქორჩილავა. - თბ., 2010. - გვ.46. 

თოხაძე, ვლ. სიმონ გოგიტიძე  [დაბადების 90 და გარდაცვალების 35 წლისთავის გამო] / ვლ. თოხაძე, . ფაღავა, . შოთაძე // საბჭოთა მედიცინა. - 1962. - N2. - გვ.66-67

პროფესორ . გოგიტიძის გარდაცვალების გამო : [წერილები] // კომუნისტი. - 1927. - 8 მარტი. - N53. - გვ.3.


Share: