| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გოჩა ხუსკივაძე![]()
Biographyმოქანდაკე და მხატვარი გოჩა ხუსკივაძე დაიბადა 1964 წლის 15 ივლისს, საქართველოში. წარმოშობით არის სოფელ კვალითიდან (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი). 1994 წლიდან მოღვაწეობს ქ. რიგაში, სადაც ძველ ქალაქში აქვს საკუთარი არტ-სტუდიო. ლატვიის სამხატვრო აკადემიაში მისი პედაგოგი იყო მოქანდაკე იგორ ვასილევი. გოჩა ხუსკივაძეს მრავალ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა მსოფლიო მასშტაბით. მის მიერ შექმნილი თანამედროვე არტის ნიმუშები ხელოვნების ექსპერტებისა თუ დამთვალიერებლების დიდ ინტერესსს იწვევს და მაღალ შეფასებას იმსახურებს. აღსანიშნავია, რომ გარდა შემოქმედებითი მოღვაწეობისა, გოჩა ხუსკივაძე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. იგი ლატვიაში საქართველოს საელჩოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში თანამემამულე მოზარდებს ასწავლის ხატვას. მისმა აღსაზრდელებმა უკვე საქართველოში გამართულ გამოფენებშიც მიიღეს მონაწილეობა. 2023 წლის ოქტომბრის თვეში მოქანდაკემ ლატვიიდან ჩამოიტანა და სოფელ კვალითის წმ. ბარბარეს სახელობის მამათა მონასტერს („ბარბაწმინდა“) შესწირა მის მიერ შექმნილი წმ. გიორგის ბრინჯაოში ჩამოსხმული ჭედური ხატი. ახალაშენებული ტაძრის ადგილას ძველად ყოფილა პატარა საყდარი, რომელიც წარმოადგენდა ხუსკივაძეთა სალოცავს. წყარო: https://argotv.ge/2023/10/მოქანდაკე-გოჩა-ხუსკივაძე/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

