| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ელიზბარ გოგიტიძე![]()
Biographyშორეული ნაოსნობის ლეგენდარული კაპიტანი ელიზბარ შაბანის ძე გოგიტიძე დაიბადა 1907 წლის 20 სექტემბერს, ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში. მალე, მამამისის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, მისი ოჯახი საცხოვრებლად ფოთში გადავიდა. ელიზბარ გოგიტიძეს დამთავრებული ჰქონდა: ქ. ფოთის შვიდწლიანი სკოლა (1916-1923), ოდესის საზღვაო სასწავლებელი (1927-1931) და ლოიდის("LIoyd", დიდი ბრიტანეთი) საზღვაო სასწავლებელი. 1923-1927 წლებში რიგით მატროსად მუშაობდა (ფოთის საზღვაო ნავსადგურის სამმართველოს პორტფლოტი); 1931-1935 წწ. - შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე (სსრკ შავი ზღვის სანაოსნო ოდესაში); 1935-1946 წწ. - შორეული ნაოსნობის კაპიტანი (სსრკ შავი ზღვის საზღვაო სანაოსნო. მოკავშირეთა ტრანსატლანტიკური ქარავნები); მეორე მსოფლიო ომის მონაწილე.ომის დროს გადაჰქონდა ტვირთი აშშ–იდან სსრკ ნავსადგურში; ელიზბარ გოგიტიძე პირველი კაპიტანი იყო საბჭოთა კავშირიდან ტრანსატლანტიკურ საერთაშორისო სასაზღვრო სივრცეში, ვისაც უფლება ჰქონდა, მსოფლიოს ნებისმიერ სასაზღვრო ნავსადგურში ლოცმანის გარეშე შესულიყო; 1946-1978 წწ. - შორეული ნაოსნობის კაპიტანი (შავი ზღვის სანაოსნოს სამგზავრო ფლოტის სამმართველო). იყო გემების - "როსია", "ლატვია" და "შოთა რუსთაველი" - კაპიტანი; 1978-1988 წწ. - კაპიტან-დამრიგებელი (შავი ზღვის საზღვაო სანაოსნო); ელიზბარ გოგიტიძე ოდესაში ცხოვრობდა. მას ჰყავდა ორი შვილი: იური, რომელიც შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო და ევგენი, პროფესიით დიპლომატი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა და უცხოეთის ერთ-ერთ საკონსულოში მუშაობდა. დღეს, ოდესაში ცხოვრობს ელიზბარის შვილიშვილი. საინტერესოა ისიც, რომ კაპიტან გოგიტიძის უმცროსი და, ფადიმე გოგიტიძე (1916-1940), იყო პირველი მფრინავი ქალი აჭარაში. ელიზბარ გოგიტიძის შესახებ შექმნილია დოკუმენტური ფილმი "კაპიტანი გოგიტიძე" (რეჟ. რ. ჭიაურელი, 1960); ბათუმის საზღვაო აკადემიაში გახსნილია მისი სახელობის აუდიტორია ; ქ. ოდესაში სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა გაკეთებულია მემორიალური დაფა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ელიზბარ გოგიტიძე გარდაიცვალა ქ. ოდესაში 1992 წლის 9 აპრილს. დაკრძალულია იქვე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბილისი, 2012. – გვ.62; ჩხაიძე ალექსანდრე. ზღვის ძვილი [ნარკვევი კაპიტან ელიზბარ გოგიტიძეზე]. - თბილისი, 1966 https://www.facebook.com/P.TABAGUA/photos/5083509195095950 https://sputnik-georgia.com/20161115/elizbar-gogitidze-233824927.html
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

