The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


იური ქავთარაძე

იური ქავთარაძე
Date of birth:12 February, 1923
Date of death:5 April, 1979  (at 56 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

კინორეჟისორი და სცენარისტი იური სერგოს ძე ქავთარაძე დაიბადა 1923 წლის 12 თებერვალს, ქ. ბათუმში.

1939-1941 წწ. მუშაობდა მსახიობად თბილისის მოზარდ-მაყურებელთა რუსულ თეატრში.

1941-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; ის იყო სამხედრო გამომძიებელი, ნიკოლაი შჩორსის სახელობის პარტიზანული რაზმის შტაბის უფროსი და ბანდიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური ჯგუფის მეთაური.

დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების მხატვრად.

1946-1948 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე.

დაამთავრებული აქვს მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ვგიკ) სამხატვრო (1951) და სარეჟისორო (სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო, 1956) ფაკულტეტები.

მისი სადიპლომო ფილმი იყო „მტრები" (1956).

როგორც მსახიობი მონაწილეობდა ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით დადგმულ ფილმებში ("ალიაქოთი", "მანდილოსნები").

საქართველოში გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჭიაკოკონა“ (1961), რაჟდენ გვეტაძის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით და „უყაიმო თამაში“ (1966), რომლის სცენარი თავად დაწერა სულიკო ჟღენტთან ერთად.

რუსეთში გადასვლის შემდეგ მუშაობდა რეჟისორად მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "ეკრანში", სადაც გადაიღო მინი სერიალები:  „სინდისი“ (1974) და „უარყოფა“ (1976); ორივე სატელევიზიო სერიალის სცენარზე თავად იმუშავა ვასილი არდამატსკისთან ერთად.

მასვე ეკუთვნის კიდევ ორი გახმაურებული ფილმის სცენარი - „პეტრეს სიჭაბუკე“ და „დიდებული საქმეების დასაწყისში“. ფილმი პეტრე   I-ის ცხოვრებაზე ალექსეი ტოლსტოის რომანის მიხედვით, 1980 წელს ორ სერიად გადაიღო რეჟისორმა სერგეი გერასიმოვმა.

იური ქავთარაძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1979 წლის 5 აპრილს.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki//იური_ქავთარაძე 

https://ru.wikipedia.org/wiki/Кавтарадзе,_Юрий_Сергеевич

 ქართული კინო, 1896-2011 : ენციკლოპედიური ლექსიკონი / [ავტ., შემდგ. და რედ. მარინა კერესელიძე]. - [თბ., 2011] . - გვ. 177


Share: