The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იური სხირტლაძე

იური სხირტლაძე
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1989  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

კინოოპერატორი იური  ვარლამის ძე სხირტლაძე დაიბადა 1928 წლის 25 დეკემბერს, მოსკოვში.

1952 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) კინოსაოპერატორო ფაკულტეტი;

იყო სსრკ-ის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი;

1959 წლიდან მუშაობდა რუსეთში, დამოუკიდებლად ან სხვა ოპერატორთან ერთად.  მისი პირველი ნამუშევარი იყო „თოვლის ზღაპარი“ (რეჟისორი: ალექსეი სახაროვი); მისი საუკეთესო ფილმებია: „Спорт, спорт, спорт“ (1970); „Совесть“ (1974)  ხუთსერიანი სატელევიზიო ფილმი; „Красавец-мужчина“ (1978); „Прощание“  (1981); „Кража“ (1982);

Дети солнца“ (1985); „Я тебя ненавижу“ (1986); „СЭР“(«Свобода — это рай») (1989) და სხვ.;

1977 წელს, ოპერატორ ლომერ ახვლედიანთან ერთად იმუშავა რეჟისორ ელდარ შენგელაიას ფილმზე - „სამანიშვილის დედინაცვალი“;

იური სხირტლაძე გარდაიცვალა მოსკოვში, 1989 წლის 19 თებერვალს. დაკრძალულია ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

წყარო:

https://www.kinopoisk.ru/name/313437/?utm_referrer=www.google.com

https://bozaboza.ru/people/shirtladze-yurij-varlamovich-1928-1989/

https://www.km.ru/kino/encyclopedia/skhirtladze-yurii


გააზიარე: