| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ლადო სირდაძე![]()
Biographyიურიდიული ინჟინერი, მეცნიერი ლადო სირდაძე მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (2022-დან) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU). ის არის წამყვანი ქართველი მეცნიერი სამართლის ტექნოლოგიებში (Legal Tech) და სპეციალიზდება სამართლის დიგიტალიზაციასა და ავტომატიზაციაში, რეგულატორულ ტექნოლოგიებში (RegTech) და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებებში. ლადო სირდაძე 2021 წლს 4 იანვრიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი სამართლისა და ტექნოლოგიების მიმართულებით; 2020 წლის 7 სექტემბრიდან BTU-ს კორპორატიული სამართლის მოწვეული ლექტორი; ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამეგობრობის სამართლის ჟურნალის (Commonwealth Journal) ასოცირებული რედაქტორი; ოქსფორდის უნივერსიტეტის Fintech და LegalTech საზოგადოების მრჩეველი და შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანულიჟურნალის მთავარი რედაქტორი (2019 წლიდან); ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს; 2017- 2019 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში; 2019 წელს ჩაირიცხა გერმანიის ქალაქ ფრანკფუტში მდებარე - Europa-Universität Viadrina-ში; 2020 წლის თებერვლიდან მუშაობს იურიდიულ ინჟინრად კომპანია knowledgeTools International GmbH-ში (ბერლინი, გერმანია); 2023 წლის 20 მარტიდან სწავლა დაიწყო ოქსფორდის ინივერსიტეტში, სადაც იკვლევდა სამართლებრივ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტსა და რეგულაციას. მისი სამაგისტრო ნაშრომი ეხებოდა სამართლებრივი ტექნოლოგიების გამოყენებას რეგულაციების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში; ასევე, იგი იყო DAAD-ის მკვლევარი გერმანიაში და Ludovika-ს მკვლევარი უნგრეთში; ამჟამად ცხოვრობს ოქსფორდში, ქალაქ ოქსფორდშირში (Oxfordshire); თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ლადო სირდაძე კითხულობს სამეწარმეო სამართლის კურსს. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს შედარებით სამართალს, ციფრულ კანონმდებლობასა და სამართლებრივ ავტომატიზაციას; მეცნიერი აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. იყო DAAD-ის სტიპენდიატი, მიღებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯილდო. მისი ავტორობითა და თანაავტორობით შესრულებული სამეცნიერო ნაშრომები სამართლის დარგში იბეჭდება აკადემიურ გამოცემებში. მას გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და წიგნი. მისი საჯარო ლექციები გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ციურიხის უნივერსიტეტში და სხვა; როგორც სამართლის ინჟინერს, ლადო სიდრაძეს ბერლინში შექმნილი აქვს ციფრული პროგრამები, რომლებიც გამოყენებულია 200 000-ზე მეტ სასამართლო საქმეში და დანერგილია წამყვან გერმანულ იურიდიულ ფირმებში; ასევე, იგი მონაწილეობდა გერმანიისა და საქართველოს სამინისტროებისთვის LegalTech გადაწყვეტილებების დამუშავებაში; განხორციელებული აქვს სამართლის გაციფრულების პროექტები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით; ლადო სიდრაძე არის სამართლის ტექნოლოგიების (LegalTech-ის) ფუძემდებელი საქართველოში. მან შექმნა პირველი საუნივერსიტეტო კურსი LegalTech-ის მიმართულებით და გამოაქვეყნა პირველი ქართული პუბლიკაციები ამ სფეროში; ლადო სირდაძე გახდა Forbes Georgia-ს #30Under30-ის მეცნიერების კატეგორიის გამარჯვებული; მის მიერ BTU-ში LegalTech-ზე დაფუძნებულმა სწავლების მეთოდებმა გაიმარჯვა PROFFORMANCE-ის საერთაშორისო კონკურსში ინოვაციური სწავლების კატეგორიაში. დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის ივნისში ბუდაპეშტში გაიმართა;. 2024 წლის 16 თებერვალს ლადო სირდაძე აირჩიეს University of Oxford-ის ლიგალტექ საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად. მას ევალება კვლევითი საქმიანობისა და ციფრული პროტოტიპების შექმნის ხელმძღვანელობა სამართლის ტექნოლოგიების დარგში; აღნიშნულ საზოგადოებასთან პარტნიორობით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში ქართველი იურისტებისთვის შეიქმნება სამართლის ტექნოლოგიების ციფრული აკადემია; 2025 წელს ლადო სირდაძის მონაწილეობით გერმანიაში, ლიგალტექ კომპანია Rulemapping Solution-ში შეიქმნა ახალი ტიპის ხელოვნური ინტელექტი. ეს გახლავთ წესებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი, აქამდე არსებული ერთადერთი მოდელი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კონტროლის შესაძლებლობას სრულად იძლევა. სხვა სისტემებისგან განსხვავებით, წესებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტი არის წინასწარ განჭვრეტადი, არ ახასიათებს ჰალუცინაცია და მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, არა მხოლოდ გადაამოწმოს, არამედ წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორ იმოქმედებს ხელოვნური ინტელექტი. აღნიშნული ტიპის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც სამართლის ტექნოლოგიების (ლიგალტექის) სფეროში, ისე ნებისმიერ სხვა დარგში. წყარო: https://btu.edu.ge/lado-sirdadze/ https://www.bpn.ge/article/140930-germaniashi-btu-s-asocirebuli-propesoris-lado-sirdazis-monacileobit-cesebze-dapuznebuli-xelovnuri-intelekti-sheikmna/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

