| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
სერგეი ჭონიშვილი![]()
Biographyთეატრისა და კინოს მსახიობი სერგეი ჭონიშვილი დაიბადა 1965 წლის 5 აგვისტოს ქ. ტულაში. იგი მსახიობთა ოჯახიდან არის. მამამისს, ნოჟერი ჭონიშვილს მინიჭებული აქვს რსფსრ სახალხო არტისტის წოდება, მისი სახელობისაა ქ. ომსკის მსახიობთა სახლი. რსფსრ სახალხო არტისტია დედამისიც, ვალერია პროკოპი, ომსკის დრამის აკადემიური თეატრის მსახიობი. 16 წლის ასაკში სერგეი ჭონიშვილი ტულადან მოსკოვში ჩავიდა და ჩააბარა შჩუკინის თეატრალურ სასწავლებელში. მისი პედაგოგები იყვნენ: მარიანა ტერ-ზახაროვა, იური ავშაროვი, იური კატინ-იარცევი, ალექსანდრე შირვინტი, ნიკოლაი ვოლკოვი. სასწავლებელი 1986 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა და ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო თეატრის „ლენკომის“ დასში, სადაც იმუშავა 2010 წლამდე. პარალელურად მონაწილეობდა ოლეგ ტაბაკოვის თეატრის სპექტაკლებსა და დამოუკიდებელ თეატრალურ პროექტებში, ასევე, სხვა თეატრებში.. პირველი მთავარი როლი სერგეი ჭონიშვილმა შეასრულა 1993 წელს დამოუკიდებელი თეატრალური პროექტის პირველ საპრემიერო სპექტაკლში - „დახუჭობანა“ («Игра в жмурки»), მიხეილ ვოლოხოვის პიესის მიხედვით. რეჟისორი - ანდრეი ჟიტინკინი. 1999 წელს ჭონიშვილს მიანიჭეს რუსეთის დამსახურებული არტისტის წოდება. 2000 წელს მან დაიმსახურა ინოკენტი სმოკტუნოვსკის სახელობის პრემია; 7 წლის შემდეგ მიიღო მეორე პრემია - «Чайка», კოჩკაროვის როლისთვის მარკ ზახაროვის დადგმაში „ქორწინება“; სერგეი ჭონიშვილი გახმოვანების (დუბლირების) დიდოსტატია. მას გახმოვანებული აქვს მრავალი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი, მისი ხმა ჟღერს ბევრ რუსულ რეკლამასა თუ აუდიო წიგნში. 1998 წლიდან სერგეი ჭონიშვილი არის რუსული ტელეარხის ‘СТС“-ის ოფიციალური ხმა. მისი ხმა გარკვეულწილად ისეთივე ცნობადია თანამედროვე ტელევიზიაში, როგორც, ლევიტანის ხმა. პირველი დასამახსოვრებელი როლი კინოში შეასრულა 1986 წელს, ფილმში „კურიერი“. გადაღებულია 60-ზე მეტ ფილმში. 2000 წელს წარმატებით შედგა ს. ჭონიშვილის დებიუტი ლიტერატურაში - გამოიცა მისი წიგნი „უმნიშვნელო შესწორებები“ («Незначительные изменения»); 2003 წელს გამოვიდა მეორე წიგნი „ადამიანი-მატარებელი“ («Человек-поезд»). 2014 წელს გახდა რუსეთის ყოველწლიური პრემიის ლაურეატი ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროში (მეორე პრემია ნომინაციაში სამსახიობო შემოქმედება). 2020 წელს კი დაიმსახურა პირველი პრემია XIII საერთაშორისო კინოფესტივალზე«Восток-Запад. Классика и авангард» (ორენბურგი). წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Чонишвили,_Сергей_Ножериевич https://24smi.org/celebrity/708-sergei-chonishvili.html#tableofcontents_bio მხოლოდ ტელეეკრანს შეუძლია ააკიაფოს ახალი ვარსკვლავები : [სერგო ჭონიშვილის შესახებ] // კვირის პალიტრა. - თბილისი, 1996. - 9-15 დეკემბერი. - N49 (86). - გვ.4
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

