| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ასლან ცივაძე![]()
Biographyქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ასლან იუსუფის ძე ცივაძე დაიბადა 1943 წლის 20 იანვარს, ქ. ბათუმში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნილოგიის ფაკულტეტი; 1965-1966 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის დამუშავების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1966-1970 წლებში - საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1970 წლიდან - მოსკოვის ოპტიკურ-ფიზიკურ განზომილებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი, 1970-1974 წლებში - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო , ხოლო 1978 წელს სადოქტორო დისერტაცია - თემაზე: „ლითონ-ამიდოკომპლექსების სპექტროქიმია“ ; 1975-1983 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნ. კურნაკოვის სახელობის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1983-1985 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიურ კვლევათა სექტორის გამგე; 1982 წლიდან - თავისივე ჩამოყალიბებული ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1999- 2002 წლებში - ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2002 წლიდან - რუსეთის ფედერაციის მეცნიერებათა აკადემიის ი. ფრუმკინის სახელობის ფიზიკური ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი; ასლან ცივაძის ხელმძღვანელობით დამუშავებულია იზოტოპების განცალკევების ახალი ექსტრაქციული მეთოდები, რომელთა საფუძველზეც შეიქმნა ეკოლოგიურად სუფთა მაღალეფექტური ტექნოლოგიური პროცესების ფიზიკა-ქიმიური საფუძვლები და სხვ.; 2003 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1997 წლიდან წევრ-კორესპოდენტი); მან შექმნა კრაუნ-ლიგანდების შემცვლელი ტუტე და იშვიათი ლითონების კოორდინაციული ქიმიის სამეცნიერო სკოლა; 2012 წლიდან - დ. ი. მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიური საზოგადოების პრეზიდენტი; 2013 წლიდან - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და მასალათმცოდნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ჟურნალ „ელექტროქიმიის“ მთავარი რედაქტორი; მიღებული აქვს: სსრკ მინისტრთა საბჭოს I ხარისხის პრემია (1975); მედალი "შრომითი წარჩინებისთვის" (1986); საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (1998, ერთობლივი გამარჯვება) - საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1987-1994 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ლითონთა კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი-აღნაგობა-თვისება"; რსფსრ სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2000); ხალხთა მეგობრობის ორდენი (2000); რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2002); რუსეთის ფედერაცის ღირსების ორდენი (2003); ასლან ცივაძე არის: აშშ მეცნიერებათა აკადემიის წევრი; დიმიტრი მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Цивадзе,_Аслан_Юсупович თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.947 საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.105
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

