| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი ანდღულაძე![]()
Biographyსაოპერო მომღერალი (ბანი) გიორგი ანდღულაძე დაიბადა 1984 წლის 6 აგვისტოს, თბილისში. სიმღერა ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო. მღეროდა საბავშვო ანსამბლებში: "მართვე", "ბიჭები", "გვირილა"; ათი წლის ასაკში გახდა თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 13 წლის ასაკში, მონაწილეობა მიიღო პაატა ბურჭულაძის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოპერის ფესტივალ "ბრავოში" (1998), სადაც დაჯილდოვდა როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე; როგორც სოლო მომღერალს მსოფლიოს არაერთ საკონცერტო დარბაზში ჰქონდა გამოსვლები; მღეროდა საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად როგორებიცაა: ჯეიმს ბრაუნი, რობერტინო ლორეტი, კატია რიჩიაველი, პაატა ბურჭულაძე, რენატო ბრუსონი, კალუდი კალუდოვი, ალესანდრა მარკი და სხვა. მის რეპერტუარში შედიოდა ტრადიციული ქართული, რუსული და ნეაპოლიტანური სიმღერები; მისმა მრავალფეროვანმა ინტერპრეტაციებმა მრავალრიცხოვანი ჯილდო და წარმატება მოუტანა საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში; 1998-2001 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი; სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო განხრით, შემდგომ სწავლა განარგძო ვერდის აკადემიაში (იტალია), სადაც ასწავლიდნენ ლეგენდარული პედაგოგები: ხოსე კარერასი, კარლო ბერგონცი, რენატო ბრუზონი, ლეილა კუბერლი და ა.შ. ამჟამად მოღვაწეობს საზღვარგარეთ, ძირითადად, იტალიაში. გიორგი ანდღულაძის დებიუტი იტალიაში, ჯუზეპე ვერდის ფესტივალზე შედგა, სადაც არტისტმა შეასრულა ფერნანდოს პარტია ოპერიდან „ტრუბადური“. საოპერო რეპერტუარი: ფერნანდო (ჯ. ვერდის "ტრუბადური", დირიჟორი მიკელე მარიოტი, 2011); რამფისი (ჯ. ვერდის "აიდა", დირიჟორი ანტონიო ფოგლიანი - თეატრი პარმაში, იტალია 2012); იორგი ( ჯ. ვერდის "სტიფელიო", დირიჟორი ანდრეა ბატტისტონი - თეატრი პარმაში, იტალია, 2012); გრაფი მონტერონე (ჯ. ვერდის "რიგოლეტო", ვერდის ფესტივალის დირიჟორი დანიელ ორენი - თეატრი პარმაში, იტალია 2012); ბანი (ჯ. ვერდის "რეკვიემი"(იტალია, 2013); ესკამილიო (ჟ. ბიზეს "კარმენი", დირიჟორი ივო ლიპანოვიჩი, იტალია 2014; დირიჟორი გაეტანო სოლიმანი, კორეა, 2015); მაჟორდომი (რ. შტრაუსის "კაპრიჩიო", დირიჟორი ჯეფრი ტეიტი, მონტე-კარლო, 2015; დირიჟორი ვალტერ ათანასი, მოსკოვი, 2015); ფარაონი (ჯ. ვერდის „აიდა“, დირიჟორი მარკო ბოემი, იტალია, 2015 და 2016 წწ.); დულკამარი (გ. დოცინეტის "სიყვარულის სასმელი"); ბუონაფედე (ი.ჰაიდნის "მთვარის სამყარო"); უბერტო (ჯ. ბატისტა პერგოლეზის "მოახლე-ქალბატონი"); დონ ჯოვანი (მოცარტი); ბანი (ჯ. როსინის „მცირე საზეიმო მესა“) და სხვ.; 2017 წლის ზაფხულში იმღერა ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტურანდოტში „ იტალიაში, პუჩინის ფესტივალის Torre Del Lago-ს გახსნაზე; 2023 წელს იტალიაში პირველად გაჟღერდა ქართული კლასიკა. სიცილიაში, კერძოდ, კატანიაში, მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრში შესრულდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ. შემოქმედებით გუნდს კი სათავეში ედგა რამდენიმე ქართველი ხელოვანი. გიორგი ანდღულაძემ შეასრულა „ცანგალას“ პარტია. 2025 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფუძნა თბილისის საოპერო ფესტივალი. უწყებასა და „ჯორჯიან ოპერა ენდ არტს“ შორის გაფორმდა მემორენდუმი. ფესტივალს უხელმძღვანელებს ქართველი ბანი, გიორგი ანდღულაძე. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვევენ საოპერო ხელოვანებს. ჩატარდება მასტერკლასები, ქართველი სტუდენტებისთვის იქნება გაცვლითი პროგრამები. წყარ: გიორგი ანდღულაძის ოფიციალური ვებგვერდი: georgeandguladze.com https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ანდღულაძე_(მომღერალი)
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

