| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
იური მამალაძე![]()
ბიოგრაფიაფიზიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი იური გიორგის ძე მამალაძე დაიბადა 1929 წლის 26 ივნისს, ქ. თბილისში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მუშაობდა იქვე ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრაზე (1952–1958), შემდგომ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკისა (1958–1966, 1969–2009) და ლ. ლანდაუს სახელობის თეორიული ფიზიკის (ჩერნოგოლოვკა, მოსკოვის ოლქი, 1966–1969) ინსტიტუტებში; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1984); 1985-2006 წწ. - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დაბალი ტემპერატურების განყოფილების გამგე; იური მამალაძის მიერ მოპოვებულმა შედეგებმა ფართო აღიარება ჰპოვა საერთაშორისო სამეცნიერო წრეებში. მისი გამოკვლევები ძირითადად ეხება კონდენსირებულ გარემოთა ფიზიკას, კვანტური სითხეების ჰიდროდინამიკას, გრიგალთა დინამიკას ზედენად ჰელიუმში, ზედენადობის ფენომენოლოგიურ თეორიას. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში დაბალი ტემპერატურის ფიზიკის კვლევების განვითარებაში; არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფიის თანაავტორი ელ. ანდრონიკაშვილთან და ჯ. წაქაძესთან ერთად: Физика сверхтекучего гелия: В 2-х кн. Книга 1, Явление сверхтекучести и основные свойства гелия. - Тбилиси, 1990; Книга 2, Квантованные вихри и вращение сверхтекучей жидкости. - Тбилиси, 1998; Квантование макроскопичеких движений и гидродинамика вращающегося гелия II, Тбилиси,1966 და სხვ.; საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მეცნიერის მიერ კვანტურ გრიგალებთან მყარი სხეულების ურთიერთქმედების მექანიზმის დადგენამ, ე. წ. „სუსტი“ ზედენადობის თეორიის შექმნამ; ფასდაუდებელია იური მამალაძის დამსახურება ახალგაზრდა ფიზიკოსთა არაერთი თაობის აღზრდაში. მის მიერ შექმნილი სახელმძღვანელოებისა და ბრწყინვალე ლექციების წყალობით ქართულ მეცნიერებას მრავალი ნიჭიერი მკვლევარი შეემატა. იური მამალაძე გარდაიცვალა 2009 წლის 16 ივნისს, მოსკოვში. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/იური_მამალაძე საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბილისი, 2023. -გვ.485 კიკნაძე ლ. ღირსეული მამულიშვილის ხსოვნას / ლეილა კიკნაძე, ზურაბ წაქაძე, გიორგი ხარაძე // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2009. 24 ივნისი, N126 (6227). გვ.11
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

