| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ილია ინაიშვილი![]()
ბიოგრაფიაუკრაინაში მოღვაწე მუსიკოსი, დირიჟორი ილია ინაიშვილი (Iliko Inaishvili) 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი სახელმწიფო მართვის მოხელის სპეციალობით; 2008 წელს გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი; დამთავრებული აქვს ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო–სადირიჟორო),პროფესორ ლიანა ჭონიშვილის კლასი (2004–2008) და უკრაინის პ. ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო–სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტი, პროფესორ ვიქტორ ზდორენკოს კლასი (2008–20012); 2015 წელს გაიარა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა და ასისტენტურა–სტაჟირების კურსი, უკრაინის სახალხო არტისტის, პროფესორ ვიქტორ ზდორენკოს ხელმძღვანელობით; თანამშრომლობდა ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა: უკრაინის ეროვნული, ჩერნიგოვის ფილარმონიული, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის, საქართველოს ფილარმონიული, უკრაინის ეროვნული მუსიკალური აკადემიის საოპერო სტუდიის, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრები და სხვ.; ილია ინაიშვილი ხშირად მართავს კონცერტებს საქართველოში: 2021 წლის ნოემბერში მონაწილეობდა ბათუმში გამართულ,ფესტივალში - ''მოგზაურობა ოპერის სამყაროში''; 2022 წლის ივნისის თვეში მონაწილეობა მიიღო უკრაინის მხარდამჭერ კონცერტებში ბათუმსა და თბილისში; 2024 წლის 20 ივნისს, თბილისში უდირიჟორა ეროვნული სიმფონიურ ორკესტრს. შესრულებლები: ირინა შერაზადიშვილი, მეცო-სოპრანო და დავით ალადაშვილი, ფორტეპიანო; 2024 წლის 10 ოქტომბრს კი გამოვიდა კონსერვატორიის სტუდენტურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. სოლისტები: პიანისტები - ბარბარა თათარაძე და ნინო კასრელიშვილი; წყარო: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00008149/ https://www.facebook.com/photo.php?fbid=308908664404045&id=103413011620279&set=a.112656234029290&locale=ka_GE
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

