| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ვაჩნაძე![]()
ბიოგრაფიაისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი ნიკოლოზის ძე ვაჩნაძე დაიბადა 1943 წლის 4 ნოემბერს, გერმანიის მიერ ოკუპირებულ პარიზში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში. 1947 წელს ნიკოლოზ ვაჩნაძე ცოლ-შვილთან ერთად თბილისში დაბრუნდა. 1950-1956 წელს გიორგი ოჯახთან ერთად გადაასახლეს სამხრეთ ყაზახეთის რეგიონში. თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა და უცხო ენების სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1964-1970 წლებში ჟურნალისტად მუშაობდა სააგენტოებში - „ТАСС“-სა და „АПН“-ში (Агентстве печати «Новости»); 1967 წელს, ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, უცხოური პრესისა და ლიტერატურის კათედრაზე, დაიცვა დისერტაცია ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე: „საგარეო პოლიტიკის პროპაგანდა მე-5 რესპუბლიკის პრესაში (1958-1966 წწ. ფრანკო-ალჟირის ურთიერთობების გაშუქების მაგალითზე)“; 1967-1992 წლებში იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 1970-1995 წწ. - სსრკ (შემდეგ რუსეთის) მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის (РАН) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის წოდების მოსაპოვებლად, თემაზე „1945-1976 წწ. სსრკ-ზე იმპერიალისტური პროპაგანდის ფორმებისა და მეთოდების კრიტიკული ანალიზი“; 1995-1998 წწ. - რუსეთის საელჩოს I მდივანი მექსიკაში; 1998-2003 წწ. - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მასობრივი მედიის საშუალებების კათედრის პროფესორი; 1998 წლიდან გიორგი ვაჩნაძე არის პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის არქივის, ინტერნეტ-პორტალ „პოლპრედის“ (polpred.com) მთავარი რედაქტორი. პოლიტიკური და ეკონომიკური ინფორმაციის არქივი მოიცავს 600-ზე მეტი მედიასაშუალების პუბლიკაციების სრულ ტექსტურ მიმოხილვას. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ვაჩნაძე_(ჟურნალისტი) https://ru.wikipedia.org/wiki/Вачнадзе,_Георгий_Николаевич
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

