| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ანტონ მორალი![]()
Biographyმეორე თაობის ქართველი ემიგრანტი გიორგი (გოგი) იასონის ძე მორალიშვილი (1921-2008) მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იტალიაში დარჩა, დასახლდა ქალაქ პარმაში, სადაც ათი წელი იცხოვრა, 1956 წელს კი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ამერიკაში გოგი მორალიშვილი დაოჯახდა იტალიელ ქალბატონზე, რომელთანაც ოთხი ვაჟი შეეძინათ - ანტონი, კარლო, გიორგი და ჯანი. ანტონ (ტონი) მორალიშვილი (მორალი) დაიბადა ნიუ–იორკში, დაამთავრა pascack valley სკოლა და სწავლა განაგრძო ნიუ–იორკის უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. საქართველოსადმი სიყვარული მამამ შვილებს ბავშვობიდან ჩაუნერგა. პირველად შვიდი წლის იყო ტონი, როდესაც გოგი მორალიშვილმა საქართველოში ჩამოიყვანა. ბავშვი მოხიბლული დარჩა ქვეყნით, საიდანაც მოდიოდა მისი ფესვები. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სტუმრობდა სამშობლოს. ბოლოს, 2019 წელს, მეუღლესთან, კატერინასთან ერთად, მოინახულა თერჯოლა და გამოთქვა სურვილი, რომ მამა–პაპისეულ მიწაზე აიშენოს პატარა სახლი. თბილისის სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლეები ახორციელებენ პროექტს „არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა“, რომელიც ეძღვნება აშშ-ში მცხოვრებ მეორე და მესამე თაობის ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას. არ ივიწყებენ არც მათ შთამომავლებს. 2022 წლის 22 მაისს, აშშ–ში, ყოველწლიური პროექტის „ქართველები ამერიკაში“ ფარგლებში. გაიმართა რიგით მეათე ღონისძიება, სადაც დაჯილდოვდნენ ამერიკაში მცხოვრები ქართველები, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საკუთარი საქმით საქართველოს განვითარებაში და სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან ქართულ დიასპორას. წყარო: https://emigrantebi.weebly.com/43044316432243174316-43154317432043044314431243284309431243144312-431543174320430443144312.html
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

