| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ეფრემ მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიასამხედრო მოღვაწე ეფრემ სოლომონის ძე მუსხელიშვილი (მუსხელოვი) დაიბადა 1852 წლის 26 დეკემბერს ქ. თბილისში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. სამხედრო სამსახურში ირიცხებოდა 1869 წლიდან. დაამთავრა თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი მეორე თანრიგით; მონაწილეობდა 1877-1878 წწ. რუსეთ-თურქეთისა და 1904-1905 წწ. რუსეთ-იაპონიის ომებში; სამხედრო წოდებები: 1875 - პრაპორშჩიკი; 1877- პოდპორუჩიკი; 1879 - პორუჩიკი; 1881 - შტაბს-კაპიტანი; 1887 - კაპიტანი; 1893 - პოდპოლკოვნიკი; 1904 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება და დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 მსროლელთა დივიზიის 34-ე მსროლელთა პოლკის მეთაურად; 1912 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით, პენსიითა და მუნდირის ტარების უფლებით; 1887 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოიცა მისი მოგონებები თურქეთთან ომის შესახებ: Мусхелов Е. С. Воспоминания геллявердинца о войне 1877—1878 гг. (Рассказ о походе 156-го пехотного Елисаветпольского полка.). დაჯილოდებული იყო წმ. ანას IV (1878), III (1878) და II (1906), წმ. სტანისლავის III (1878) და II (1905), წმ. ვლადიმერის III (1905) და წმ. გიორგის IV (1905) ხარისხის ორდენებით; მიღებული ქონდა გიორგის ოქროს იარაღი "მამაცობისათვის" (1905). ეფრემ მუსხელიშვილი გარდაიცვალა 1920 წლის 27 მაისს. მხატვარ სოლიკო ვირსალაძის პაპა (დედის, ბიოლოგ ელენე მუსხელიშვილის მამა). წყარო: Гогитидзе М. Д. Военная элита Кавказа. Генералы и адмиралы из Грузии. — Тбилиси, 2007. — С. 198. https://ka.wikipedia.org/wiki//ეფრემ_მუსხელიშვილი https://ru.wikipedia.org/wiki/Мусхелов,_Ефрем_Соломонович
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

