| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
გიორგი თარხან-მოურავი![]()
Biographyრუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი (1890) გიორგი თარხან-მოურავი დაიბადა 1841 წლის 23 სექტემბერს სოფელ ახალქალაქში (ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი). სამხედრო პირი იყო მამამისიც, იორამ ლუარსაბის ძე თარხან-მოურავი (1806-1855), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი, მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილი, ლაიბგვარდიის პოლკოვნიკი. ხოლო დედა გახლდათ მართა ანდრონიკაშვილი. გიორგი თარხან-მოურავმა დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი. კარგად იცოდა საარტილერიო საქმე. 1860 წლიდან მსახურობდა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში, თერგის კაზაკთა ჯარის ცხენოსანთა არტილერიაში; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში; 1878–1879 წლებში მუშაობდა ბერლინის კონგრესის მიერ გამოყოფილ რუსეთ-ოსმალეთის ახალი სახელმწიფო საზღვრის დამდგენ კომისიაში; 1881–1890 წლებში იყო კავკასიის სამხედრო ოლქის გენერალური შტაბის მთავარი სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი (1890 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდებით). სამხედრო სამსახურის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ საქმეებში. 1890–1894 წლებში გახლდათ ქართული საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი ქ. თბილისში. 1895 წელს დაინიშნა მომრიგებელ შუამავლად გორის მაზრაში. სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებული იყო - წმინდა ანას და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. სიცოცხლის ბოლო წლებში საქმეებს ჩამოშორდა და მეურნეობას მისდევდა თავის სოფელში. გარდაიცვალა 1911 წლის 24 ივლისს თავის მამულში, სოფელ ერთაწმინდაში. დაკრძალულია სოფელ ახალქალაქში, საგვარეულო აკლდამაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476 თავ. გიორგი თარხან-მოურავი [ნეკროლოგი] // თემი: ყოველკვირეული გაზეთი. თბილისი, 1911. 1 აგვისტო. N30. გვ. 3
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

