The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნიკოლოზ თარხან-მოურავი

დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1828
გარდაცვ. თარიღი:6 აპრილი, 1900  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

გზების მშენებელი ინჟინერი ნიკოლოზ ბეჟანის ძე თარხან-მოურავი დაიბადა 1828 წლის 16 აგვისტოს.

დაამთავრა პეტერბურგის მიმოსვლის გზათა კორპუსის ინსტიტუტი.

მოღვაწეობდა XIX საუკუნის 50–60-იან წლებში თბილისსა და კავკასიაში. ხელმძღვანელობდა თბილისის ვორონცოვის (ახლანდელი ზაარბრიუკენის) სახელობის ხიდის მშენებლობას;

1852–1855 წლებში იყო მიმოსვლის გზათა კორპუსის VIII ოლქის (თბილისში) ერთ-ერთ განყოფილების უფროსი, მოგვიანებით, ერევნის დისტანციის უფროსი, ხოლო 1950-1960-იანი წლების მიჯნაზე - სამუშაოთა უფროსი დაღესტნის ხაზზე;

ააგო ექვსი ხიდი ალაზანზე;

იყო ქუთაისის გუბერნიის არქიტექტორი (1869–1870);

1871 წლიდან მუშაობდა მოსკოვი–ბრესტის რკინიგზის ინსპექციაში.

ნიკოლოზ თარხან-მოურავი გარდაიცვალა 1900 წლის 6 აპრილს.

წყარო:

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.476

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/31183


გააზიარე: