| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ზურაბ კიკალეიშვილი![]()
ბიოგრაფიაბალეტის მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი, კინომსახიობი ზურაბ მალაქიას ძე კიკალეიშვილი დაიბადა 1924 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 1941 წელს დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი (ნიკოლაი ტარასოვის კლასი); 1942 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტი; ამავე წლიდან - თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; ამ პერიოდში ქართული ბალეტი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანი ჩაუდგა სათავეში, აღმავლობის გზაზე იდგა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ზედიზედ განხორციელდა ქართველი კომპოზიტორების საბალეტო სპექტაკლები – ბალანჩივაძის “მთების გული”, თორაძის “გორდა”, გრიგოლ კილაძის “სინათლე”. დავრიშის როლის შესრულებისთვის ბალეტ “სინათლეში” ზურაბ კიკალეიშვილი “სტალინური პრემიის” ლაურეატი გახდა. ზურაბ კიკალეიშვილი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. ამას მოწმობს მის მიერ განხორციელებული საბალეტო პარტიები, დადგმები, კინოროლები და ასე შემდეგ: თავადი ზაალი, ჯარჯი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დავრიში (გრ. კილაძე "სინათლე", 1947 წ. პრემიერა), მამია, გორდა, სოკოლოვი (დ. თორაძე "გორდა", 1949 წ. პრემიერა), იაგო (ა. მაჭავარიანი "ოტელო", 1956 წ. პრემიერა), დემონი (ს. ცინცაძე "დემონი"),მასხარა (ბ. კვერნაძე "სერაფიტა"), კოპელიუსი (დელიბი "კოპელია"), ზიგფრიდი, დეზირე (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", 1945), ალბერტი (ადანი "ჟიზელი", 1948), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), სატირი (გუნო "ვალპურგის ღამე"), ჯოტო (ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი"), ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები" (1964, პრემიერა, 1978, დაიდგა სტოკჰოლმში), გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე" (1963), ლი შანფუ (1950, გლიერი "წითელი ყაყაჩო"), ფრონდოსო (1948, კრეინი "ლაურენსია"), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში" და სხვა; ცეკვები ქართულ საოპერო სპექტაკლებში: ა. კერესელიძე "ბერუჩა" (1956, პრემიერა), ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი" (1954, პრემიერა), ა. შავერზაშვილი "მარინე"(1955, პრემიერა, ქორეოგრაფ ს. ნონიაშვილთან ერთად), ი. გოკიელი "წითელქუდა" (1958, პრემიერა), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1958, პრემიერა), მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი" (1959); მუსიკალური კომედია: შ. მილორავა "ჩანჩურა" (1976); ლიბრეტოს ავტორი: ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები" (1964), მისივე "მხატვრის სახელოსნოში"; გადაღებულია კინოფილმებში: "ქართული ბალეტის ოსტატები"(რეჟისორი შ. მანაგაძე, ვ. ჭაბუკიანი, კომპოზიტორი გრ. კილაძე, ა. კრეინი), "ოტელო" (1960, რეჟისორი ვ. ჭაბუკიანი. იაგო), "ვერის უბნის მელოდიები" (1973, გ. შენგელაია, კომპოზიტორი, გ. ცაბაძე. ფოსტალიონი), "აურზაური სალხინეთში" (1975, რეჟისორი ლ. ღოღობერიძე. რიჩარდი), "კავკასიური რომანსი" (1975, რეჟისორი რ. გაბრიაძე. მამედა); გასტროლები: აშშ, არგენტინა, ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი (თბილისის საბალეტო დასთან ერთად); როგორც ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი მოღვაწეობდა: 1967-1968 წწ. - ქ. ტოკიოს "ტოკიო ბალეტი"; 1978-1979 წწ.-ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრი; 1983-1984 წწ. თურქეთის საბალეტო დასი; ზურაბ კიკალეიშვილს სამჯერ მიენიჭა სტალინური პრემია (1948, 1949, 1951); 1946 წელს გახდა საქართველოს დამსახურებული არტისტი; 1949 - მსოფლიო სტუდენტობის ფესტივალის (ბუდაპეშტი) II ხარისხის პრემიის მფლობელი; 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი; 1958 - ლენინის ორდენი; 1996 წელს გადაეცა საქართველოს ღირსების ორდენი - ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი თვალსაჩინო მოღვაწეობისათვის; ზურაბ კიკალეიშვილის მეუღლე იყო - ციალა დარჩიაშვილი. ეყოლათ ქალ-ვაჟი. ქორეოგრაფის ქალიშვილი მაკო აბაშიძე (მეუღლის გვარზეა) 1969 წელს დაიბადა. 1993 წლიდან იგი ლონდონში ცხოვრობს. არის საქართველოს საქმიან ქალთა გაერთიანების (UBL) ბორდის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. გარდა ამისა, ის ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დირექტორი და ბრიტანეთის ქართული დიასპორის აქტიური წევრია. ზურაბ კიკალეიშვილი გარდაიცვალა 2005 წლის 1 ივნისს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ზურაბ_კიკალეიშვილი ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 254 საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 23 https://www.radiotavisupleba.ge/a/1537849.html გოძიაშვილი, ნიალა. ზურაბ კიკალეიშვილი 90 // Arabesque=არაბესკი : ჟურნალი ბალეტზე. - თბილისი, 2015.- N1(24). - გვ.14-15 კიკალეიშვილი ზურაბ. ჩემი ცხოვრება=My Life// Arabesque=არაბესკი : ჟურნალი ბალეტზე. - თბილისი, 2024.N1 (35). გვ. 14-23
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

