The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ლეონიდ კვინიხიძე

ლეონიდ კვინიხიძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:13 მარტი, 2018  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:შუშარსკოეს სასაფლაო, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

კინორეჟისორი და სცენარისტი ლეონიდ კვინიხიძე დაიბადა 1937 წლის 21 დეკემბერს, ქ. ლენინგრადში, კინორეჟისორ ალექსანდრე ფაინციმერის ოჯახში (კვინიხიძე დედის გვარია).

1962 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის (ВГИК) სადადგმო ფაკულტეტი, დოკუმენტური კინოს რეჟისორის სპეციალობით (ილია  კოპალინის სახელოსნო).

1960-1963 წწ. მუშაობდა ცენტრალურ და ლენინგრადის დოკუმენტური ფილმების სტუდიებში, იღებდა ქრონიკალურ ფილმებს;

1963 წლიდან  - კინოსტუდია "ლენფილმის" რეჟისორი;

მხატვრულ ფილმებს 1965 წლიდან იღებდა; მისი პირველი მხატვრული ფილმი იყო „პირველი სტუმარი“ (1965), ხოლო პოპულარობა მოუტანა ალექსეი ტოლსტოის რომანის „ინჟინერ გარინის ჰიპერბოლოიდის“ ეკრანიზაციამ (ტელესერიალი "ინჟინერ გარინის კრახი", 1973);

1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "მოსფილმში";

წარმატებული იყო მისი მუსიკალური ფილმები: "ჩალის ქუდი" (1975), "ზეციური მერცხლები" (1976), "31 ივნისი" 1978), "შლაპა" (1982), "მშვიდობით, მერი პოპინს!" (1983) და სხვა;

1992 წელს დადგა ფილმი "თეთრი ღამეები".

ლეონიდ კვინიხიძის ფილმებში მონაწილეობდნენ ქართველი მსახიობები: ოთარ კობერიძე, ია ნინიძე, გია ფერაძე და სხვა;

1999 წლიდან მოღვაწეობდა თეატრში. ხელმძღვანელობდა რამდენიმე რუსულ თეატრს, მათ შორის: მოსკოვის სახელმწიფო თეატრ „მიუზიკ-ჰოლის“ის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; ოდესის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი;

1999-2001 წწ. - ყირიმის სახელმწიფო აკადემიური უკრაინული მუსიკალური თეატრის (UAMT) სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი;

2003-2006 წწ.  - ნოვოსიბირსკის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი;

2006-2008 წწ.  - სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუსიკალური თეატრის „კარამბოლის“ მთავარი რეჟისორი;

ხაბაროვსკის ოლქის მუსიკალური თეატრის მხატვრული ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი (2011 წლამდე);

მიღებული აქვს ჯილდოები: თათარსტანის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება ფილმისთვის "მოჰაბიტური რვეული" (1968); რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1993); ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მუშაკი (2000); თეატრალური პრემია - "ოქროს ნიღაბი" სპექტაკლისთვის "ფიგარო აქ" (ნოვოსიბირსკის თეატრი, 2006);

ლეონიდ კვინიხიძე სამჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში. დარჩა ორი ქალიშვილი - სოფია და მარია.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ქ. სანქტ-პეტერბურგში, 2018 წლის 13 მარტს. განისვენებს იქვე შუშარსკოეს სასაფლაოზე, მესამე მეუღლის, რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებული მუშაკის ეკატერინა ელფიმოვას (1965—2015) გვერდით.

წყარო:

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/25907 

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011721/

https://ru.wikipedia.org/wiki/i/Квинихидзе,_Леонид_Александрович


გააზიარე: