The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ თურქია

Date of birth:1875
Date of death:1948  (at 73 years)
Burial location:დულაბის ქრისტიანულ სასაფლაო, თეირანი
Category:Medical Doctor

Biography

ვლადიმერ მათეს ძე თურქიას შესახებ მხოლოდ ის ვიცით რომ იგი პროფესიით ექიმი იყო, გარდაიცვალა 1948 წელს ირანში და დაკრძალულია თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე.

დულაბის მართლმადიდებლური სასაფლაოს ბაზაში მოცემულია მოკლე ინფორმაციები  ზოგიერთი იქ დასაფლავებული პიროვნების შესახებ, მათ შორის არის მონაცემები ვლადიმერ თურქიაზე: „თურქია ვლადიმირ მათეს ძე – 1875-1948. ეროვნებით ქართველი. მეგრელი თავადების ჩამომავალი. მედიცინის დოქტორი. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. სპეციალობით პედიატრი. თავისი კაბინეტი ჰქონდა საბჭოთა საკონსულოს წინ. ყველა ხაზგასმით აღნიშნავდა ექიმის საოცარ სიკეთეს. ცოლად ჰყავდა „სინემა ირან“-ის მფლობელი“.

გვაქვს ასევე ცნობა, რომ 1912-1915 წლებში ის ყოფილა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი.

ცოლად ჰყავდა მართა ამილახვარი (1875-1937), ცნობილი სამხედრო და საზოგადო მოღვაწის, გენერალ ივანე გივის ძე ამილახვრის ქალიშვილი. მართას და ვლადიმერს ორი ვაჟი ჰყოლიათ - ივანე და გიორგი.

მართა ამილახვარი ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე გახლდათ დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი (1868-1916), თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი.

ვლადიმერ თურქიას გარდაცვალების გამო ნეკროლოგი გამოქვეყნდა პარიზში გამომავალ ქართულენოვან ჟურნალში - „ჩვენი დროშა“ (1949).

წყარო: 

ნიკოლოზ ნახუცრიშვილი, გიორგი სანიკიძე. თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე დაკრძალული ქართველები // ქართველები თეირანის დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე. - თბილისი, 2019. გვ.31, 34

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/24902/1/eristavi_266.jpg 

https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/49931?locale=ka

ვლადიმერ თურქია: გარდაცვალების შესახებ //ჩვენი დროშა=NOTRE DRAPEAU/ ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარ-გარეთული ბიუროსი. პარიზი, 1949. თებერვალი. გვ. 45-46.


Share: