The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გენადი თარხნიშვილი

Date of birth:8 September, 1854
Date of death:26 April, 1928  (at 73 years)
Burial location:ვერის ახალ სასაფლაო, თბილისი
Category:Military Person

Biography

რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1916) გენადი ნიკოლოზის ძე თარხნიშვილი (ტარხანოვი) დაიბადა 1854 წლის 8 სექტემბერს ახალციხეში.

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.

1871 წლის 6 სექტემბერს რიგით კადეტად შევიდა ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1874 წლის 7 აგვისტოს, პოდპორუჩიკის წოდებით (07.08.1874). გაამწესეს მე-2 საინჟინრო ბატალიონში, რომლის შემადგენლობაში მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში.

1877. 13. 07-დან - პორუჩიკი;

ნიკოლაევის საინჟინრო აკადემიის დამთავრების შემდეგ (I კატეგორია) მიიღო შტაბის კაპიტნის წოდება (21.02.1881); კაპიტანი (17.04.1883); ტფილისის საინჟინრო დისტანციის ოსტატი (13 წელი); პოდპოლკოვნიკი (6.12.1895); ტფილისის საინჟინრო დისტანციის უფროსის თანაშემწე (26.08.1897-27.03.1900); 1900 წლიდან - პოლკოვნიკი (09.04.1900; წარჩინებით); 

27.03.1900-16.02.1904 წწ. გენადი თარხნიშვილი მთავარი საინჟინრო სამმართველოს განკარგულებაში გახლდათ, როგორც ერთ-ერთი შტატით განსაზღვრული შტაბის ოფიცერი; 

1910 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება;

16.02.1904-24.06.1910 წწ. - ტფილისის საინჟინრო რაზმის უფროსი;

1910–1912 წლებში მუშაობდა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწედ;

კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების საბინაო უზრუნველყოფის რაიონული განყოფილების უფროსი (22.10.1912-დან);

1916 წლიდან იყო თბილისის სამხედრო საოლქო განთავსების სამმართველოს უფროსი; 1918-1920 წლებში მსახურობდა აზერბაიჯანის არმიაში;

აზერბაიჯანის ჯარის საინჟინრო განყოფილების უფროსი, სამხედრო საბჭოს წევრი;

დაჯილდოებული იყო წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანასა და წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა თბილისში.

ცოლად ჰყავდა ოლგა ვიქტორის ასული სოლომკო.

შვილები: ევგენი (10.12.1881 – 1954) – არტილერისტი, ყარსის ციხის არტილერიის შტაბის კაპიტანი (1.1.1909 წლიდან), პოდპოლკოვნიკი, აზერბაიჯანის არმიის ცალკეული ჰაუბიცების დივიზიის პირველი ბატარეის მეთაური (18.2.1919), პოლკოვნიკი (24.3.1920), დაოჯახებული, მისი ქალიშვილები საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდნენ და პარიზში, ცნობილ კაბარე „ფოლი ბერჟერში“ (Folies Bergere) საბალეტო დასის „დები ტარხანოვების“ შემადგენლობაში გამოდიოდნენ;

ვიქტორი (3 ივლისი, 1883 – 1930-იანი წლები) – რკინიგზის ინჟინერი, ააშენა სოხუმის სამხედრო გზა;

ვერა (9 აპრილი, 1886 – 1968) ;

ნიკოლაი (25 ოქტომბერი, 1888 – ?) – სამხედრო ინჟინერი, თეთრი მოძრაობის მონაწილე, ბედი უცნობია;

ოლგა (7.7.1890 – 1940-იანი წლები) – მუშაობდა მემცენარეობის საკავშირო ინსტიტუტში, შვილებთან ერთად შიმშილით გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს ალყაში მოქცეულ ლენინგრადში;

ელენა (4.2.1893 – 1970-იანი წლები) – სმოლნის ინსტიტუტის კურსდამთავრებული;

გენადი თარხნიშვილი გარდაიცვალა 1928 წლის 26 აპრილს, თბილისში, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ვერის ახალ სასაფლაოზე.

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.477

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/23452

https://viupetra2.3dn.ru/publ/tarkhanov_g_n/13-1-0-844

https://ru.wikipedia.org/wiki/ Тарханов,_Геннадий_Николаевич


Share: