The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თინათინ კახნიაშვილი

თინათინ კახნიაშვილი
დაბადების თარიღი:29 ოქტომბერი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

მეცნიერი, ასტროფიზიკოსი თინათინ (თინა) ავთანდილის ასული კახნიაშვილი დაიბადა 1962 წლის 29 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით;

1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, მოსკოვი) თემაზე: „გრავიტაციული არამდგრადობის თეორია მრავალკომპონენტიან სამყაროში”;

1988 წლიდან მუშაობდა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-მკვლევრად; 2020 წლიდან ამავე ობსერვატორიის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელია.

1999 წელს რუსეთის ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ასტროფიზიკის განყოფილებაში დაიცვა დისერტაცია თემაზე: „რელიქტური ფონის ფორმირება და სამყაროს მსხვილმასშტაბოვანი სტრუქტურა”, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მისაღებად;

1999 წლიდან პ. ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის (ФИАН, მოსკოვი) ასტრო-კოსმოსურ ცენტრში მოწვეული მკვლევარია;

2000-2003 წლებში მუშაობდა მოწვეულ პროფესორად რატგერსის (Rutgers University, აშშ) და ჟენევის (Geneva University, შვეიცარია) უნივერსიტეტებში;

2005-2006 წლებში  - პროფესორ-მკლევრად კანზასის (აშშ) სა­ხელმწიფო უნივერსიტეტში (KSU);

2006 წლიდან არის ლაურენტიან უნივერსიტეტის (Laurentian, კანადა), საპატიო პროფესორი;

2008 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორი (2008-2011), 2011 წლიდან პროფესორი;  

2009 წლიდან - კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორ-მკვლევარი;

2006-2020 წწ. იყო საერთაშორისო თეორიული ფიზიკის ცენტრის (ICTP, იტალია) ასოცირებული წევრი;

მუშაობდა მეცნიერ-მკვლევრად საერთაშორისო ცენტრებში: SISSA, იტალია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (NYU, აშშ);

მშობლიური ქართულის გარდა, მეცნიერი ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

თინათინ კახნიაშვილის სამეცნიერო-კვლევითი ინტერესების სფეროებია: თეორიული ფიზიკა: გრავიტაციის თეორია; ფარდობითობის თეორია; მაღალი ენერგიების ფიზიკა; ჰიდროდინამიკა და ტურბულენტობა;

კოსმოლოგია: ადრეული სამყაროს ფიზიკა; კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი; გრავიტაციული ტალღები; ფარული ენერგია; ფარული მატერია;

ასტროფიზიკა: კოსმოსური მაგნიტური ველები; მაღალი ენერგიების ასტროფიზიკა; ჰიფრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა.

მან დაადგინა პირველადი მაგნიტური ველების ევოლუციის კანონზომიერებები სამ­ყაროს გაფართოებისას, გამო­ითვალა კოსმოლოგიური ფაზური გადასვლებისას გენერირებული გრავიტაციული ტალღების მახასიათებლები.

არის ათე­ულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე, მიღებული აქვს მრავალი

სამეცნიერო ფონდის გრანტი: ( NASA-ს სამწლიანი გრანტი, 2010 წელს, National Science Foundation-ის გრანტი, 2016  წელს და სხვ.). 

დღეისთვის თინა კახნიაშვილი შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდისა და NASA ATP გრანტების ხელმძღვანელია. გარდა ამისა, ამჟამად ის არის შვედეთის სამეცნიერო ფონდის (Swedish Research Council) თანახელმძღვანელი და შოთა რუსთაველის გრანტის მონაწილე.

მეცნიერი იყო არაერთი კონფერენციისა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი, მათ შორის NORDITA-ის ორი 4-კვირიანი პროგრამის ორგანიზატორი კოსმოლოგიურ მაგნიტურ ველებში (2015, აქსელ ბრანდენბურგსა და ტანმეი ვაჩასპატისთან ერთად) და გრავიტაციულ ტალღებში (2019, აქსელ ბრანდენბურგსა და მარკ ჰინდმარშთან ერთად).

წყარო: 

საქართველო: ენციკლოპედია: . IV.თბილისი, 2018. გვ. 605 

https://ka.wikipedia.org/wiki/თინათინ_კახნიაშვილი

https://faculty.iliauni.edu.ge/engi/kakhniashvili-thinathin/


გააზიარე: