| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დოდონა კიზირია![]()
ბიოგრაფიაფილოლოგი, პოეტი დოდონა ივანეს ასული კიზირია დაიბადა 1938 წლის 21 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი; შემდეგ სწავლა განაგრძო ინდიანას უნივერსიტეტში (აშშ), სადაც მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი; არის ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორი; 1972–2012 წწ. ასწავლიდა საბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის კინოს ისტორიასა და თეორიას, XIX და XX სს. რუსულ ლიტერატურას, ქართულ ენას; ავტორია ლექსების კრებულებისა: "ლექსები" (1995, კალიფორნია), "ნაპირები" (ლექსები, თარგმანები, თბ., 2010) და სხვ.; 2018 წელს თბილისში გამომცემლობა არტანუჯის მიერ გამოიცა დოდონა კიზირიას მოგონებების ორი წიგნი: „მოგონებები“ და „პუტჩი“. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბილისი, 2023. -გვ. 22
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

