The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი მელიქიძე

დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1953  (73 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ასტროფიზიკოსი გიორგი (გოგი) ივანეს ძე მელიქიძე დაიბადა 1953 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისში.

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით თეორიული ფიზიკა;

1976 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში; 1992-1996 წწ. იყო დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2021 წლიდან - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ფიზიკოსი 1996 წლიდან მოღვაწეობს ქ. ზიელონა გურას (პოლონეთი) უნივერსიტეტში (Institute of Astronomy, Zielona Gora University, Poland); იყო ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტის დეკანი; 2016–2020 წწ. პრორექტორი სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში; 

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2004);

2008 წლიდან სრული პროფესორი; პოლონეთის კანონმდებლობის შესაბამისად მას პროფესორის წოდება მიანიჭა პოლონეთის პრეზიდენტმა.

გოგი მელიქიძის სამეცნიერო კვლევები ეხება რელატივისტური პლაზმის, პულსარების რადიო და მაღალი სიხშირის გამოსხივების შესწავლას, მონაწილეობს პულსარების გამოსხივების დაკვირვებებთან დაკავშირებულ პროექტებში. ეწევა ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობას. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა უმრავლესობა გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში. 

2015 წლის შემოდგომაზე თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და პოლონეთის ზიელონა გორას უნივესიტეტმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ერასმუს+პროგრამის ფარგლებში. დოკუმენტი ითვალისწინებს თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტების მივლინებას ზიელონა გორაში სასწავლებლად.

სტუდენტებს პოლონეთში, ზიელონა გორას უნივერსიტეტში გოგი მელიქიძე მასპინძლობს და ახალბედა ფიზიკოსებს რჩევებს აძლევს. პერიოდულად იგი თბილისშიც ჩამოდის თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციების წასაკითხად.

წყარო: 

https://georgianencyclopedia.ge/ka/form/30761

https://freeuni.edu.ge/ge/news/gogi-meliqizis-sexvedra-fizikis-skolis-studentebtan/


გააზიარე: